Main »
2013 » February » 27 » ბალოტელი თავის თავს ძეგლს უდგამს
ბალოტელი თავის თავს ძეგლს უდგამს
იტალიის ნაკრებისა და "მილანის” თავდამსხმელი მარიო ბალოტელი პლატინისა და ბრინჯაოსგან საკუთარი ქანდაკების დამზადებას აპირებს, რომელიც ფეხბურთელის სიმაღლის იქნება. ბალოტელი ძეგლის დადგმას თავისთან, ბრეშაში მდებარე სახლში აპირებს.
იტალიური პრესის ინფორმაციით, კომპოზიცია იმ ეპიზოდს განასახიერებს, როცა ბალოტელიმ ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალურ მატჩში გერმანიის ნაკრების კარში გატანილი მეორე გოლი ორიგინალურად აღნიშნა.
"შეკვეთა უკვე მივიღე, მაგრამ ბალოტელისთან შეხვედრა არ მქონია. ფოტოგრაფიაში ვმუშაობ. რამდენიმე ვარიანტი შევთავაზე, მაგრამ მას სწორედ ის მომენტი უნდა, გოლის შემდეგ სერიოზული სახით კუნთების დემონსტრირება რომ დაიწყო. მე ის ანტიკური ათლეტის ვარიანტში წარმომიდგენია, თავად ქანდაკება კი კლასიკურ და პოპ სტილში დამზადდება”, – განაცხადა მოქანდაკე ლივიო სკარპელამ.