ესპანეთის თასის განმეორებით ნახევარფინალურ შეხვედრაში მადრიდის "რეალმა” სტუმრად "ბარსელონა” ანგარიშით 3:1 დაამარცხა. მატჩში დუბლი შეასრულა "სამეფო კლუბის” პორტუგალიელმა თავდამსხმელმა კრიშტიანო რონალდუმ. მატჩის შემდეგ მადრიდელთა მცველმა სერხიო რამოსმა მეტოქე გუნდი დააფასა და რონალდუც შეაქო.
"ამ მატჩისთვის კარგად მოვემზადეთ. "ბარსელონას” წინააღმდეგ თამაში ყოველთვის ძნელია. კატალონიელები თავისუფალ ზონებს ეძებენ, რითაც მეტოქეს დიდ სირთულეს უქმნიან, თუმცა დღევანდელმა მატჩმა პრობლემების გარეშე ჩაიარა. გამარჯვება დავიმსახურეთ.
ყოველთვის ვამბობდი, რომ რონალდუ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია. ის ამ სიტყვებს სწორედ ასეთ მატჩებში ამტკიცებს”, – სერხიო რამოსის სიტყვები AS-მა გამოაქვეყნა.