"მილანის” პრეზიდენტი, სილვიო ბერლუსკონი აცხადებს, რომ შესაძლოა, სეზონის დასრულების შემდეგ, ბოიან კრკიჩი "როსონერის” შემადგენლობაში დარჩეს.
შეგახსენებთ, რომ 22 წლის ფეხბურთელი 2011 წელს, "რომაში” გადავიდა, ხოლო 2012 წელს, "შავ-წითლებმა” ესპანელი "ჯალოროსიდან” ერთი წლით ინათხოვრეს.
"ჩვენ ვთვლით, რომ ბოიანი გუნდისთვის სასარგებლო ფეხბურთელია. ის მაღალი დონის მოთამაშეა. ვფიქრობ, შესაძლებელია, სეზონის შემდეგ, კრკიჩი ისევ "მილანში” იყოს”, – აცხადებს ბერლუსკონი.