infoBets: Free Betting Daily Tips, Bet Advice, Soccer Predictions, Dropping Odds, Statistics Table, Football Live Centre, Fastest Livescore, Live TV, Soccer highlights...
content top
Main » 2013 » February » 26 » ბარსელონა- რეალი პრევიუ

ბარსელონა- რეალი პრევიუ

ბარსელონა, რეალი
ჟორდი როურას დღეს "რეალის" წინააღმდეგ ძირითადი შემადგენლობის ყველა ფეხბურთელი ეყოლება. დანაკლისს რაც შეეხება, შესაძლოა "კამპ ნოუზე" ბრაზილიელი მცველი ადრიანო ვერ ვიხილოთ, რადგან მუხლი აწუხებს.

 გასული მატჩისგან განსხვავებით, რომელიც 1:1 დასრულდა მოურინიოს დღეს ბევრად დიდი არჩევანი ექნება. შეგახსენებთ, რომ პირველ შეხვედრაში პორტუგალიელს არ ჰყავდა სერხიო რამოსი, ფაბიო კოენტრაო, პეპე და ანხელ დი მარია. ასევე კლასიკოსთვის ტრავმა აღარ ექნებათ, ხაბი ალონსოს, კარიმ ბენზემას და რაფაელ ვარანეს.
1/2 ფინალური ეტაპის პირველი მატჩი, მადრიდში ფრედ 1:1 დასრულდა. მოურინიოს გუნდს შემდეგ ეტაპზე გასასვლელად მინიმუმ 1 ბურთის გატანა ესაჭიროება.

 ყველა ჩემპიონატში ერთად, "ბარსელონა" უკანასკნელი 22 მატჩია, რაც კატალონიაში არ დამარცხებულა.

 ლიონელ მესი "ბარსელონას" რიგებში პირველი ფეხბურთელია, რომელმაც "რეალის" კარში 17 გოლის გატანა შეძლო. არგენტინელმა ამის გაკეთება 23 მატჩში მოახერხა.

 "რეალი" და "ბარსელონა" ერთმანეთს სულ 224-ჯერ შეხვედრილან. აქედან 88 "ლოს ბლანკოსს" აქვს მოგებული, 87 კი "ბლაუგრანას".

 "რეალს" უკანასკნელი 10 გასვლით მატჩიდან მხოლოდ სამი აქვს მოგებული(3მ. 3ფ. 4წ.).

 უკანასკნელ 7 კლასიკოში კრიშტიანუ რონალდუმ 7 გოლის გატანა შეძლო.

 "ბარსელონა" და "რეაილი" ერთმანეთს კვლავ ლა ლიგის 26-ე ტურში შაბათს დაუპირისპირდებიან.
Views: 1053



Shadow


content top