infoBets: Free Betting Daily Tips, Bet Advice, Soccer Predictions, Dropping Odds, Statistics Table, Football Live Centre, Fastest Livescore, Live TV, Soccer highlights...
content top
Main » 2013 » February » 26 » გუარდიოლა ბარსელონას ფეხბურთელებს უთვალთვალებდა

გუარდიოლა ბარსელონას ფეხბურთელებს უთვალთვალებდა

გუარდიოლა"ბარსელონაში” სკანდალი აგორდა. ესპანელმა ჟურნალისტებმა კატალონიური გუნდის ყოფილი მთავარი მწვრთნელის, ხოსეპ გვარდიოლას საქმიანობა დღის სინათლეზე გამოიტანეს. აღმოჩნდა, რომ პეპი თავის ფეხბურთელებს ფარულად აკონტროლებდა.

გვარდიოლა ყველაზე დიდ ყურადღებას კლუბის მცველ ხერარ პიკესა და შაკირას შორის გაბმულ რომანს უთმობდა. უფრო თუ დავაზუსტებთ, პეპმა წყვილზე თვალთვალისთვის დეტექტივები დაიქირავა, რომლებსაც "ბარსელონას” უსაფრთხოების სამსახური ებარათ.

"გვარდიოლა თავის მოთამაშეებს აკონტროლებდა, რათა მათ გზიდან არ გადაეხვიათ, – დუმილს არღვევს ერთ-ერთი დეტექტივი. – მან გვთხოვა, ყურადღებით გვეთვალთვალა პიკესთვის. იყო შემთხვევები, როცა მწვრთნელი თავად უკავშირდებოდა სატელეფონო საშუალებით ფეხბურთელებს, რათა გაერკვია, იცავდნენ ისინი რეჟიმს თუ ბარებში დახეტიალობდნენ. ის თვლიდა, რომ ბიჭებს ფეხბურთელისთვის შესაფერისი ცხოვრების წესი უნდა ჰქონოდათ. მისი აზრით, მოთამაშეები ღამის ცხოვრებით რომ დაკავებულიყვნენ, ხარისხიან ფეხბურთს ვეღარ აჩვენებდნენ”.


პაპარაცის საქმიანობით დაკავებული დეტექტივები უთვალთვალებდნენ დეკუს, სამუელ ეტოოსა და რონალდინიოს, თუმცა პიკე განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ იმყოფებოდა. დეტექტივებს დაევალათ ფეხბურთელების ყველა ინტიმური დეტალის გამოვლენა, რაც 2008 წლის შემდეგ მოხდა. ყოველ კვირას, გვარდიოლას მაგიდაზე იდებოდა ფოტოებითა და მოხსენებებით სავსე სქელი ფოლდერი, რომელშიც დეტალურად იყო ახსნილი, თუ სად გადაადგილდებოდნენ მოთამაშეები. დეტექტივების საქმიანობა მას შემდეგ უფრო დაიტვირთა, რაც პიკემ რომანი გააბა ცნობილ კოლუმბიელ მომღერალ შაკირასთან. დეტექტივებმა გაარკვიეს, თუ რომელი ბარი უყვარდა წყვილს ყველაზე მეტად და ისიც, რომ პიკე შინ ხშირად ღამის ორ საათზე ბრუნდებოდა. ერთხელ ფეხბურთელი ღამის კლუბში დაიჭირეს და ალკოჰოლის ტესტზეც გააქანეს. თუმც, ეჭვები არ გამართლდა, პიკეს სისხლში ალკოჰოლი არ აღმოჩნდა. გარკვეული ხნის შემდეგ, "ბარსელონას” მცველმა კლუბის ხელმძღვანელობასთან დაიჩივლა, უცნობი პირები მითვალთვალებენო. პიკეს სიტყვები გვარდიოლას პანიკის მიზეზი გახდა, კატალონიური გუნდის თავკაცი მიხვდა, რომ დეტექტივებმა შორს შეტოპეს. "ბარსელონა” შექმნილი მდგომარეობიდან არცთუ ისე ორიგინალურად გამოვიდა, კლუბის ხელმძღვანელობამ ყველაფერში ყვითელი პრესა დაადანაშაულა.

სავარაუდოა, რომ პიკესა და შაკირას საშობაო შვებულებამ, ასევე წყვილის შვილის – მილანის ამ ქვეყნად მოვლინებამ დეტექტივების გარეშე ჩაიარა.

წყაროების მტკიცებით, თვალთვალი ზუსტად იმ დღეს შეწყდა, როცა გვარდიოლამ "ბარსელონას” დატოვების შესახებ განაცხადა – გასული წლის 27 აპრილს.
Views: 370



Shadow


content top