infoBets: Free Betting Daily Tips, Bet Advice, Soccer Predictions, Dropping Odds, Statistics Table, Football Live Centre, Fastest Livescore, Live TV, Soccer highlights...
content top
Main » 2013 » February » 26 » მანჩესტერი რეალთან გასამართი თამაშისთვის ჯერ არ ემზადება

მანჩესტერი რეალთან გასამართი თამაშისთვის ჯერ არ ემზადება

მანჩესტერ იუნაიტედის” ნახევარმცველმა რაიან გიგზმა განაცხადა, რომ უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე, მადრიდის "რეალის” წინააღმდეგ გასამართი განმეორებითი მატჩისთვის გუნდი ეტაპობრივად ემზადება. ვეტერანი ფეხბურთელის თქმით, "მანჩესტერ იუნაიტედი” კარგ ფორმაშია.

"ალექს ფერგიუსონისთვის ძალიან ძნელი იქნება "რეალთან” გასამართი მატჩისთვის შემადგენლობის დაყენება. "მანჩესტერ იუნაიტედი” კარგ ფორმაშია, ასე რომ გუნდის დახმარება ბევრ მოთამაშეს შეუძლია. მადრიდელებთან გასამართ შეხვედრას მოუთმენლად ველით, თუმცა ამ მატჩისთვის გეგმები ჯერ არ დაგვიწყვია. "რეალთან” თამაშისთვის ეტაპობრივად უნდა მოვემზადოთ”, – განაცხადა "წითელი ეშმაკების” უელსელმა ფეხბურთელმა.

შეგახსენებთ, რომ მატჩი "მანჩესტერ იუნაიტედსა” და "რეალს” შორის 5 მარტს, "ოლდ ტრაფორდზე” შედგება. პირველი შეხვედრა ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა.
Views: 600



Shadow


content top