infoBets: Free Betting Daily Tips, Bet Advice, Soccer Predictions, Dropping Odds, Statistics Table, Football Live Centre, Fastest Livescore, Live TV, Soccer highlights...
content top
Main » 2013 » February » 25 » მესი მუდმივად ფორმაშია

მესი მუდმივად ფორმაშია

მესი"სევილიასთან" გამართული შეხვედრის შემდეგ ლეო მესი "ბარსა ტვ"–ს გადაცემა "El Marcador"–ში მიიწვიეს, სადაც მან ისაუბრა "მილანზე" და სამშაბათს "რეალთან" გასამართ შეხვედრაზე: "უკვე წლებია მივეჩვიე იმას, რომ მუდმივად უნდა ვითამაშო. ჩემი სხეული უკეთაა მაშინ, როცა არ ვისვენებ". არგენტინელი 38 გატანილი გოლით პრიმერას საუკეთესო ბომბარდირია: "ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩების მოგებაა, ხოლო თუკი მე გოლების გატანით დახმარება შემიძლია ეს უფრო უკეთესია".

ელ კლასიკო და ადრეული ფინალი

სამშაბათის შეხვედრა სეზონის ერთ–ერთი უმნიშვნელოვანესი გამოწვევაა გუნდისთვის: "ჩვენ "რეალის" წინააღმდეგ საუკეთესოდ უნდა ვითამაშოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში ფინალში ვერ გავალთ. ერთადერთი რაზეც ახლა ვფიქრობ გუნდის კარგი თამაში და ფინალში გასვლაა. რას ლაპარაკობენ ჩემზე ეს არ მაინტერესებს. ჩვენი გულშემატკივრების წინაშე მხოლოდ მოგება იქნება წარმატებული შედეგი, ჩვენ ვერ ვიფიქრებთ უგოლო ფრეზე, რომელსაც შემდეგ ეტაპზე გავყავართ".

ცუდი შედეგი მილანში
"საკუთარი თავი არ უნდა გავიგიჟოთ "მილანთან" თამაშის და "სევილიასთან" პირველი ტაიმის გამო. ერთად უნდა დავდგეთ, რადგან წინ მნიშვნელოვანი შეხვედრები გველის. კონკურენტული ფეხბურთი არ გვაძლევს იმის საშუალებას, რომ სიამოვნება მივიღოთ იმით, თუ რას მივაღწიეთ ბოლო წლებში".
Views: 1470



Shadow


content top