infoBets: Free Betting Daily Tips, Bet Advice, Soccer Predictions, Dropping Odds, Statistics Table, Football Live Centre, Fastest Livescore, Live TV, Soccer highlights...
content top
Main » 2013 » February » 25 » კუადრადო ფიორენტინაში რჩება

კუადრადო ფიორენტინაში რჩება

კუადრატო
"ფიორენტინას” კოლუმბიელი მარჯვენა ნახევარმცველის, ხუან კუადრადოს აგენტის განცხადებით, მისი კლიენტი ფლორენციაში თავს კარგად გრძნობს და არსად წასვლას არ აპირებს.
 კუადრადო "ფიორენტინაში” არენდის წესით თამაშობს, მაგრამ სეზონის ბოლოს, ფლორენციელებს მისი "უდინეზედან” გამოსყიდვის უფლება აქვთ. მიუხედავად იმისა, რომ 24 წლის სამხრეთ ამერიკელის შეძენით არაერთი ევროპული გუნდია დაინტერსებული, აგენტის თქმით, ის "იების” დატოვებას არ აპირებს.
 "ხუანს კარიერის "ფიორენტინაში” გაგრძელება სურს. ის და მისი ოჯახი ფლორენციაში ბედნიერები არიან.
 ამჟამად, ფლორენციელები კარგ ფორმაში არიან და ცხრილის ზედა ნაწილში იმყოფებიან. "ფიორენტინას” კარგი მწვრთნელი და შორსმჭვრეტელი ხელმძღვანელობა ჰყავს.” – აცხადებს კუადრადოს აგენტი ალესანდრო ლუჩი Radio Toscana-სთვის მიცემულ ინტერვიუში.
Views: 584



Shadow


content top