რობინ ვან პერსი "არსენალიდან" "მანჩესტერ იუნაიტედში" ტიტულების მოსაგებად გადავიდა და ახლა ინგლისის ჩემპიონობასთან ძალიან ახლოსაა.
ემანუელ ადებაიორი ხელფასისა და ტიტულებისთვის "მან სიტიში" წავიდა, მაგრამ ტიტულს მაინც ვერ შესწვდა.
პერ მერტეზაკერმა მთელი კარიერა ისეთ გუნდებში გალია, რომელთაც "სულაც არ ანაღვლებთ" ჩემპიონობა.
ჯერმეინ დეფოს ყოველთვის ძალიან ბევრი გაჰქონდა, თუმცა ტიტული ვერც მაინ დაიბევა
დანიელე დე როსი კვლავ იმ გუნდის ერთგულია, რომელსაც სკუდეტო ფაბიო კაპელოს წასვლის შემდეგ არ უნახავს.
დირკ კუიტმა ჩემპიონთა ლიგის ფინალში პრესტიჟის გოლი გაიტანა და ინგლისის ჩემპიონატში მეორე ადგილზე გავიდა.
ფერნანდო ტორესის კოლექციაში უამრავი ტიტულია, თუმცა ის ვერც ესპანეთში და ვერც ინგლისში ჩემპიონი ვერ გახდა.
ხუან ვალერონი - წარსულში დიდებული "დეპორტივოს" ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე. იმ "დეპორისა", რომელსაც არაფერი დარჩა.
მანუელ ნოიერის "შალკედან" "ბაიერნში" გადასვლის მთავარი მიზეზი ბუნდესლიგის მოგება იყო, მაგრამ ჯერ ახალგაზრდა კიპერმა ეს ვერ შეძლო.
სანტი კაზორლას უკვე საკმაოდ კარგი რეპუტაცია აქვს, მაგრამ ეროვნული ჩემპიონატის ტიტული არა.
პიტერ კრაუჩმა სასწაული აკრობატული ილეთები გვანახა სხვადასხვა კლუბში, მაგრამ ჩემპიონობამდე ჯერ კიდევ უნდა გაიზარდოს.
ფრედი კანუტეთი "ჩელსი" და "რეალი" ინტერესდებოდა, მაგრამ ის "ტოტენჰემისა" და "სევილიას" ერთგული დარჩა.
სტივენ ჯერარდმა და კარაგერმა ინგლისის ჩემპიონობის გარეშეც საკმაო დიდება მოიპოვეს