infoBets: Free Betting Daily Tips, Bet Advice, Soccer Predictions, Dropping Odds, Statistics Table, Football Live Centre, Fastest Livescore, Live TV, Soccer highlights...
content top
Main » 2013 » February » 25 » მოხვდება თუ არა ჩელსი ჩემპიონთა ლიგაზე?

მოხვდება თუ არა ჩელსი ჩემპიონთა ლიგაზე?

ჩელსი
"ჩელსის" ნახევარმცველს ხუან მატას ეშინია, რომ მისი გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე მოხვედრას ვერ შეძლებს, თუ ძლიერი მოწინააღმდეგეების წინააღმდეგ ასეთი თამაშის ჩვენებას გააგრძელებს.

კვირას გამართულ შეხვედრაში "მანჩესტერ სიტის" წინააღმდეგ მატამ და მისმა თანაგუნდელებმა ძალიან სავალალო თამაში აჩვენეს, და მოწინააღმდეგესთან სრულიად დამსახურებულად ანგარიშით 2:0 დამარცხდნენ. უკვე დღეს პრემიერ ლიგის სატურნირო ცხრილში "არისტოკრატებმა" შესაძლოა მესამე ადგილი დაკარგონ, თუ "ტოტენჰემი" საშინაო შეხვედრას "ვესტ ჰემთან" მოიგებს - გარდა ამისა, "ჩელსის" მხოლოდ ორი ქულით ჩამორჩება "არსენალი".

მიმდინარე სეზონში "არსენალისა" და "ტოტენჰემის" დამარცხების შემდეგ, "არისტოკრატები" სხვა დიდი კლუბების წინააღმდეგ ძალიან წარუმატებლად თამაშობენ - მაგალითად, ჩემპიონთა ლიგის ეგიდით "შახტართან" და "იუვენტუსთან" გამართული შეხვედრები, ასევე ორივე მანჩესტერულ კლუბთან გამართული დაპირისპირება.

მატას აზრით, "არისტოკრატებმა" დიდ გუნდებთან შეხვედრებში თამაში უნდა გამოასწორონ, რომლებიც ზედა ოთხეულში მოსახვედრად "ჩელსის" წინააღმდეგობას უწევენ. 

"იუნაიტედის", "სიტის", "არსენალის", "ტოტენჰემისა" და "ლივერპულის" წინააღმდეგ მატჩები - ყოველთვის მნიშვნელოვანია. პრემიერ ლიგის საუკეთესო გუნდების წინააღმდეგ შეხვედრებში ჩვენი საუკეთესო თამაში უნდა ვაჩვენოთ".

"სიტის" წინააღმდეგ საკმარისად კარგად ვერ ვითამაშეთ. სამი ქულის მოპოვება ვერ შევძელით. როდესაც "სიტის" წინააღმდეგ თამაშობ, მაშინ ვალდებული ხარ შენი საუკეთესო ფეხბურთი აჩვენო".

"ახლა ჩვენი მტავარი მიზანი - მომდევნო სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე თამაშია. რა თქმა უნდა, ჩვენ ევროპის ლიგის მოგებაც გვსურს, და სამ ტურნირზე ვასპარეზობთ, თუმცა ყველაზე მთავარი - შიდა ჩემპიონატში მესამე ადგილის დაკავებაა"
Views: 806



Shadow


content top