infoBets: Free Betting Daily Tips, Bet Advice, Soccer Predictions, Dropping Odds, Statistics Table, Football Live Centre, Fastest Livescore, Live TV, Soccer highlights...
content top
Main » 2013 » February » 25 » ლივერპული როჯერსის გადაბირებას ცდილობს

ლივერპული როჯერსის გადაბირებას ცდილობს

როჯერსი
"ლივერპულის" მთავარი მწვრთნელი გუნდის გაძლიერების ვარიანტებს ჰოლანდიის ჩემპიონატში ეძებს.

მედიამ როჯერსი "ფეინოორდისა" და "პსვ"-ს შეხვედრის მიმდინარეობისას სტადიონზე შენიშნა. სწორედ ეს ინფორმაცია დაადასტურა როტერდამული კლუბის წარმომადგენელმა პრესასთან ინტერვიუში: "დიახ, ჩვენ შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ როჯერსი შეხვედრას დაესწრო".

ინგლისური პრესა დარწმუნებულია, რომ ბრენდანი სტეფან დე ვრეის თამაშს აკვირდებოდა. სწორედ "ფეინოორდის" ახალგაზრდა მცველითაა დაინტერესებული "წითლების" თავკაცი. აღსანიშნავია, რომ ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე "ლივერპული" 21-წლის ცენტრალური მცველის გადაბირებას უკვე ცდილობდა, თუმცა ჰოლანდიური კლუბისგან მერსისაიდელებმა უარი მიიღეს.
Views: 613



Shadow


content top