infoBets: Free Betting Daily Tips, Bet Advice, Soccer Predictions, Dropping Odds, Statistics Table, Football Live Centre, Fastest Livescore, Live TV, Soccer highlights...
content top
Main » 2013 » February » 24 » დერბი დელა მადონინა- პრევიუ

დერბი დელა მადონინა- პრევიუ

როდესაც ესპანეთში "ბარსელონა" და "რეალი" ხვდებიან ერთმანეთს, მთელი მსოფლიო ამ შეხვედრის მოლოდინშია. ახლა წარმოიდგინეთ, რომ მილანური დერბის ერთ-ერთმა მონაწილემ ამ კვირაში კატალონიელები დაამარცხა, და გაიფიქრეთ, რა ყურადღებას მიიპყრობს "დერბი დელა მადონინა". დღეს წითელისა და შავი მოდის დედაქალაქში "უმოწყალო" ბრძოლა გაიმართება.

2013-წელს "მილანს" არცერთი შეხვედრა არ წაუგია და იტალიის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში მესამე ადგილამდე აღზევდა, როდესაც ანდრეა სტრამაჩიონის გუნდმა სერია ა-ში ამ წელს მხოლოდ ორი შეხვედრის მოგება შეძლო - "პესკარასთან" და "კიევოსთან". "ინტერი" მეხუთე ადგილამდე დაქვეითდა, თუმცა, მიუხედავად ამისა, ჩემპიონთა ლიგაზე მოხვედრის შესანიშნავი შანსი აქვს - იგი "მილანს" მხოლოდ ერთი ქულით ჩამორჩება.

"ინტერმა" ბოლო სამი დერბი მოიგო, სულ კი სერია ა-ს ეგიდით ეს გუნდები ერთმანეთს 179-ჯერ დაუპირისპირდნენ. 67 შემთხვევაში გამარჯვება "ნერაძურის" დარჩა, 60 - "მილანს", 52 შეხვედრა კი ფრედ დასრულდა.

იტალიაში აღნიშნავენ, რომ ბოლო 25-წლის განმავლობაში "მილანის" ფეხბურთელების საშუალო ასაკი 26,09 არასდროს ყოფილა. არავის არ ეპარება ეჭვი იმაში, რომ დღეს მოედანზე 22-წლის მარიო ბალოტელისა და 20-წლის ელ შაარავის ვიხილავთ, გარდა ამისა, მწვანე მინდორზე შესაძლოა გამოჩნდეს მ'ბაიე ნიანგიც, რომელსაც სულ ცოტა ხნის წინ შეუსრულდა 18 წელი. თავისი ახალგაზრდები "ინტერსაც" ჰყავს - ჟუან ჟეზუსი 21 წლისაა, ხოლო მატეო კოვაჩიჩი 18-ის. ახალგაზრდების დერბი, ტალანტების დერბი, მომავლის დერბი.

მილანელების შეხვედრის წინ ყველა ღიად აცხადებს, რომ "ინტერის" შანსები მინიმალურია, თუმცა გაიხსენეთ, ვინ წარმოიდგენდა, რომ "მილანი" "ბარსელონას" დაამარცხებდა? ზოგ-ზოგიერთი იძახის, რომ ამ მატჩის შემდეგ ანდრეა სტრამაჩიონი "ნერაძურის" მთავარი მწვრთნელი აღარ იქნება, თუმცა კლუბის პრეზიდენტი მასიმო მორატი ცდილობს ყველა დაარწმუნოს იმაში, რომ ახალგაზრდა სპეციალისტი გუნდის ალენატორედ მიმდინარე სეზონის ბოლომდე დარჩება. თუმცა, სტრამაჩიონიმ უნდა იცოდეს, რომ დღეს მის გუნდს მხოლოდ გამარჯვება სჭირდება.

"მილანი" "ბარსელონასთან" მოგებული შეხვედრის შემდეგ ეიფორიაში იმყოფება, და სიხარულისგან "მეცხრე ცაზეა" აფრენილი. გასაგებია, რომ მასიმილიანო ალეგრის გუნდს ჩემპიონთა ლიგის მომდევნო რაუნდში გასვლა განაღდებული არ აქვს, თუმცა პირველ შეხვედრაში ტრიუმფი უკვე ბევრს ნიშნავს. ასე გამოდის, რომ სილვიო ბერლუსკონი და ადრიანო გალიანი მართლები იყვნენ, როდესაც იძახოდნენ, რომ ყველაფერს დრო სჭირდება. ახლა ტიფოზები ძალიან გახარებულნი არიან.

დერბის მატჩის წინ ერთ-ერთი ყველაზე მთავარი ინტრიგა უსიტყვიდ მარიო ბალოტელია. ალეგრი სკანდალების მოყვარულ ბიჭს სიმშვიდისკენ მოუწოდებს. ბალოტელი, "ინტერში" ასპარეზობისას, სამ დერბიში მიიღო მონაწილეობა, თუმცა თავი გატანილი გოლით არ გამოუჩენია - ახლა კი, მას შესანიშნავი შანსი აქვს "დერბი დელა მადონინაში" სადებიუტო გოლი შეაგდოს, თავისი ყოფილი კლუბის კარში.

სავარაუდო შემადგენლობები

"ინტერი": ჰანდანოვიჩი - ნაგატომო, რანოკია, ჟუან ჟეზუსი, ძანეტი - კოვაჩიჩი, კუზმანოვიჩი, გარგანო - გუარინი - პალასიო, კასანო
ტრავმირებულნი: მილიტო, მუდინგაი, ობი, სამუელი, სილვესტრე, კასტელაცი - დე იონგი, დიდაკ ვილა, ბონერა, ფლამინი, რობინიო

დისკვალიფიცირებულნი: პერეირა

დისკვალიფიკაციის საფრთხის ქვეშ: პალასიო, ჰანდანოვიჩი, კამბიასო, რანოკია - მექსესი, ძაკარდო, დე იონგი, ელ შაარავი

ამჟამინდელი ფორმა

"ინტერი" (ფფწმწ, მე-5 ადგილი), "მილანი" (მმმფმ, მე-3 ადგილი)

საინტერესო ფაქტები

- მილანური დერბი 2004-წლის შემდეგ ფრედ არ დასრულებულა (16 შეხვედრა)

- "ინტერმა" ბოლო შვიდი დერბიდან ექვსი მოიგო, როდესაც მასპინძლის როლში თამაშობდა

- ბოლო ხუთ ტურში "ნერაძურიმ" მხოლოდ ერთ შეხვედრაში მოიპოვა გამარჯვება, გაუშვა და გაიტანა თითოეულ მატჩში გოლი

- ბოლო გუნდი, რომელმაც "ინტერი" სტუმრად დაამარცხა, "სიენა" იყო, გასული წლის სექტემბრის თვეში. მას შმედეგ "ნერაძურიმ" შინ შვიდ შეხვედრაში იზეიმა გამარჯვება და სამჯერ მატჩი ფრედ დაასრულა.

- "მილანმა" ბოლო 13 ტურში მხოლოდ ერთი შეხვედრა დათმო, მოიპოვა ცხრა გამარჯვება და ორი მატჩი ფრედ დაასრულა.

- დეიან სტანკოვიჩის ანგარიშზე "მილანის" კარში გატანილი ექვსი გოლია - "როსონერი" მისი "საყვარელი მეტოქეა".

- მარიო ბალოტელის, "მილანის" თავდამსხმელს, ადრე "ინტერის" ფეხბურთელს, "დერბი დელა მადონინაში" გოლი არასდროს არ გაუტანია.

- ჯამპაოლო პაცინის ანგარიშზე "ინტერის" კარში გატანილი სამი გოლია, თუმცა ბოლო ათ შეხვედრაში მან "ნერაძურის" კარი მხოლოდ ერთხელ დალაშქრა.
Views: 963



Shadow


content top