infoBets: Free Betting Daily Tips, Bet Advice, Soccer Predictions, Dropping Odds, Statistics Table, Football Live Centre, Fastest Livescore, Live TV, Soccer highlights...
content top
Main » 2013 » February » 24 » ვენგერს არსენალის გამარჯვების სჯერა

ვენგერს არსენალის გამარჯვების სჯერა

არსენ ვენგერი
ლონდონის "არსენალის" მთავარმა მწვრთნელმა არსენ ვენგერმა "ასტონ ვილასთან" (2:1) პრემიერლიგის 27-ე ტურის მატჩზე ისაუბრა.

"ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო გამარჯვების მოპოვება, რადგან ქულების დაკარგვა ორი მიზეზით არ შეგვიძლია.

პირველი: მეტოქეებს შეუძლიათ დაგვეწიონ. მეორე: "ასტონ ვილასთან" მატჩამდე ორი ცუდი შედეგი გვქონდა.

გუნდი ცოტა ნერვიულობდა, რადგან მეორე გოლის გატანას ვერ ახერხებდა, არადა ძალიან ბევრი მომენტი ჰქონდათ. მიუხედავად ამისა, ვიპოვეთ ჩვენს თავში ძალა საპასუხო გოლის გასატანად. ვამაყობ ბიჭების მიდგომით საქმისადმი. ახლა ქულების დაკარგვა დაუშვებელია.

ბოლო კვირა რთული იყო. აქ იმისთვის არ ვარ, რომ წავაგო. მოგება მსურს", - თქვა ვენგერმა.
Views: 618



Shadow


content top