infoBets: Free Betting Daily Tips, Bet Advice, Soccer Predictions, Dropping Odds, Statistics Table, Football Live Centre, Fastest Livescore, Live TV, Soccer highlights...
content top
Main » 2013 » February » 22 » პრემიერ ლიგის თამაშების პრევიუ

პრემიერ ლიგის თამაშების პრევიუ

ფულემი - სტოკი "კრევენ კოტეჯი" დასაწყისი 16:45
premier league, პრემიერ ლიგა
იანვარში ფულემმა საკმაოდ გააძლიერა შემადგენლობა. მათ ფეხბურთელები არენდით გადმოიყვანეს და გულშემატკივარიც კარგ შედეგს უნდა ელოდოს. ამ ყველაფერს ხელს უწყობს ისიც, რომ სტოკს ბოლო 22 გასვლითი მატჩიდან მხოლოდ ერთი გამარჯვება აქვს მოპოვებული. გასულ ტურში რედინგის დამარცხებით, სტოკმა შეწყვიტა 6 მატჩიანი მოუგებელი სერია. ბოლო 5 გასვლითი მატჩიდან ტონი პულისის შეგირდებმა გაიტანეს ერთადერთი გოლი.

კირან რიჩარდსონი, რომელმაც 5 კვირა გამოტოვა ტრავმის გამო, ამ შეხვედრაში დაბრუნდება. მამადუ დიარა და კერიმ ფრაი ისევ ტრავმირებულნი არიან.

მარკ უილსონი, ბრეკ ში და კამერონ ჯერომი გამოჯანმრთელდნენ და განაცხადში იქნებიან. მაიკლ ოუენმა კი ვარჯიშზე ტრავმა მიიღო და კვლავ ვერ ითამაშებს.




არსენალი - ასტონ ვილა "ემირეითსი" დასაწყისი 19:00

არსენალს საკუთარი ფანების წინაშე მოუწევს კარგი თამაშის ჩვენება, რადგან მათ ბოლო ორი უმნიშვნელოვანესი მატჩი წააგეს. ჯერ ბლექბერნთან FA თასზე და შემდეგ ბაიერნთან ჩემპიონთა ლიგაზე. ორივე შეხვედრა "მეთოფეებმა" საკუთარ მოედანზე წააგეს. ვილა პარკზე გამართული შეხვედრა ფრედ 0:0 დასრულდა. ამ გუნდებს შორის გამართული ბოლო 6 მატჩიდან, რომელიც ემირეითსზე ჩატარდა, არსენალმა მხოლოდ ორჯერ მოიგო. თუმცა ყველა ტურნირის გათვალისწინებით ბოლო 28 შეხვედრაში არსენალმა ასტონ ვილასთან ორჯერ წააგო.

ბაიერნთან შეხვედრაში დაშავდა ბაკარი სანია და ამ მატჩს გამოტოვებს. მის ადგილას კარლ ჯენკინსონი ითამაშებს.

ვესთ ჰემთან გამოტოვებული მატჩის შემდეგ ბრუნდებიან კარიმ ელ აჰმადი და გაბრიელ აგბონლაჰორი. გამოჯანმრთელდა შარლ ნზოგბიაც.




ნორვიჩი - ევერტონი "ქეროუ როუდი" დასაწყისი 19:00

ნორვიჩი საკმაოდ არასტაბილურად თამაშობს მიმდინარე სეზონში. 10 მატჩიანი წაუგებელი სერიის შემდეგ, რომელიც მიმდინარე სეზონში მხოლოდ სამმა კლუბმა შეძლო, გუნდმა ჩაატარა 9 მატჩი მოგების გარეშე, რომელიც ასევე სამ გუნდს აქვს გაკეთებული. ევერტონმა გასულ უიქენდზე ოლდჰემთან FA თასზე ფრედ დაასრულა შეხვედრა. ამ სეზონში მხოლოდ ორ გუნდს აქვს უფრო მეტი ფრედ დასრულებული მატჩი, ვიდრე ნორვიჩს. ერთ-ერთი მათგანი სწორედ ევერტონია, რომელსაც 12 ფრე აქვს, ხოლო ნორვიჩს - 11. საინტერესოა, რომ ამ გუნდებს შორის ჩატარებული ბოლო სამი მატჩი ფრედ დასრულდა.

ნორვიჩის კაპიტანმა გრანტ ჰოლტმა მოირჩინა ტრავმა და მზადაა სათამაშოდ. ალექსანდრ ტეტეის და ენდრიუ სურმანის თამაში საეჭვოა, ხოლო ჯონ რადი ყოფილი კლუბის წინააღმდეგ ვერ ითამაშებს.

ვიქტორ ანიჩებემ თასზე ტრავმა მიიღო, თუმცა ჯერჯერობით უცნობია შეძლებს თუ არა თამაშს. საიმუს კოულმენი და ტონი ჰიბერტი ტრავმირებულნი არიან და მის ადგილას ჯონ სტოუნსი ითამაშებს, რომლისთვისაც ეს მატჩი პირველი იქნება.



ქპრ - იუნაიტედი "ლოფტუს როუდი" დასაწყისი 19:00

ლოფტუს როუდზე ერთმანეთს დაუპირისპირდებიან პირველი და უკანასკნელი გუნდები პრემიერლიგაში. ჰარი რედნაპის გუნდი გრანდებთან საკმაოდ კარგად გამოიყურება და რა თქმა უნდა აქაც ექნებათ შანსები. 2013 წელს ქპრ-მ მოუგო ჩელსის გასვლაზე, სახლში კი ფრედ ითამაშა ტოტენჰემთან და სიტისთან. ამ შეხვედრებში კი არცერთი გოლი არ გაუშვა. იუნაიტედი კი დამაჯერებლად მიიწევს წინ მეოცე ტიტულისკენ და ევროპის ტოპ 5 ჩემპიონატის გათვალისწინებით აქვს ყველაზე დიდი წაუგებელი სერია - 14 მატჩი. ბოლო 5 პრემიერლიგური მატჩი იუნაიტედმა მოიგო.

ლოიკ რემის მცირე ტრავმა აქვს და შესაძლოა ეს შეხვედრა გამოტოვოს. საეჭვოა ბობი ზამორას თამაშიც.

ფილ ჯონსი და უეინ რუნი დააკლდებიან გუნდს. რედინგთან გამოტოვებული მატჩის შემდეგ ძირითადში დაბრუნდება რობინ ვან პერსი.



რედინგი - უიგანი "მადეისკი" დასაწყისი 19:00

რედინგმა ბოლო პერიოდში კარგი ფორმა აკრიფა და ბოლო 4 საშინაო მატჩიდან 3 მოიგო. უიგანი კი ვეღარ იგებს 6 შეხვედრის მანძილზე - 3 ფრე და 3 წაგება. გოლების 70% უიგანს მეორე ტაიმში გააქვს, ხოლო რედინგმა საკუთარი გოლების 42% ბოლო 15 წუთში გაიტანა. ამ სტატისტიკის მიხედვით მეორე ტაიმში ბევრი გოლი უნდა ვიხილოთ. საკუთარ მოედანზე რედინგი ზედიზედ 5 მატჩია არ აგებს. ჩემპიონატის ბოლო 4 შეხვედრაში უიგანი მინიმუმ ორ გოლს უშვებს.

მიკელე ლაიჯერტვუდმა იუნაიტედის წინააღმდეგ ტრავმა მიიღო და დიდი ალბათობით ამ მატჩს გამოტოვებს. გამორიცხულია ჯეისონ რობერტსის და ალექს მაკარტის თამაში.

როგორც იქნა გამოჯანმრთელდა ანტოლინ ალკარასი. ლაზარეთი დატოვეს რიო მიიაჩიმ და ემერსონ ბოისმაც.



ვბა - სანდერლენდი "ჰოუთორნსი" დასაწყისი 19:00

ამ გუნდებს შორის გამართულ ბოლო 4 შეხვედრაში 19 გოლი გავიდა. საშუალოდ თითქმის 5 გოლი ერთ მატჩში. ამ 4 შეხვედრაში ვბა-ს არ წაუგია და იტანდა მინიმუმ ორ გოლს. სტივ კლარკის გუნდს სამმატჩიანი მოუგებელი სერია აქვს საკუთარ მოედანზე. ცუდ ფორმაშია სანდერლენდიც. მათ ბოლო სამ მატჩში მხოლოდ ერთი გოლი გაიტანეს და ვერცერთხელ ვერ მოიგეს. მხოლოდ სტოკს და რედინგს აქვს უფრო ცუდი ბურთის ფლობის მაჩვენებელი, ვიდრე სანდერლენდს (43.3%). ცხრილის ზედა ნაწილში მყოფ გუნდებთან ბოლო 14 შეხვედრაში მარტონ ონილის გუნდმა მხოლოდ ერთხელ მოიგო.

სკანდალში გახვეული პიტერ ოდემვინგიე შესაძლოა დაბრუნდეს შემადგენლობაში. გორან პოპოვი ისევ დისკვალიფიცირებულია.

დენი გრემი, რომელიც სანდერლენდმა იანვარში შეიძინა, შესაძლოა გავიდეს მოედანზე და ითამაშოს პირველი მატჩი "კატების" მაისურით. დენი როუზი და ლი კეტერმოული ისევ ტრავმირებულნი არიან.
Views: 1026



Shadow


content top