infoBets: Free Betting Daily Tips, Bet Advice, Soccer Predictions, Dropping Odds, Statistics Table, Football Live Centre, Fastest Livescore, Live TV, Soccer highlights...
content top
Main » 2013 » February » 22 » არსენალს ვენგერის განთავისუფლებისკენ მოუწოდებენ

არსენალს ვენგერის განთავისუფლებისკენ მოუწოდებენ

იან რაითი
არსენალის ყოფილი ლეგენდარული მოთამაშე, იან რაითი კლუბს, არსენ ვენგერის მთავარი მწვრთვნელის პოსტიდან გათავისუფლებისკენ მოუწოდებს, სანამ გვიან არ გამხდარა.

რაითი, რომელმაც მეთოფეთა რიგებში 300-მდე მატჩი გამართა თვლის, რომ დადგა დრო სამოქმედებლად, სანამ გუნდმა ლივერპულის ბედი არ გაიზიარა, რომელმაც დიდ ოთხეულში ადგილი დაკარგა და წლებია აქ დაბრუნებას უშედეგოდ ცდილობს.

"ყველაფერი, რაც კი ხდება მწვრთნელის ბრალია. ის დამნაშავეა. მისი შეცვლა ლაუდრუპს შეუძლია (სუონსის მწვრთვნელს). მიჭირს ვუყურო ასეთ არსენალს, მოქმედებაა საჭირო. ასე გაგრძელება აღარ შეიძლება"

"არსენალი დგას დიდი რისკის წინაშე, ჩაიძიროს ისე, როგორც ლივერპული, სადაც პრობლემები არის გუნდის ფორმირებასა და აქ მყოფ მოთამაშეებს შორის, რომლებიც არ ეხმარებიან გუნდს ჩემპიონთა ლიგაზე დაბრუნებაში. ლივერპულს შესანიშნავი პროგრესი აქვს ევროთასებზე, თუმცა გუნდს არ შესწევს ძალა , ჩადგეს უწინდელ ფორმაში"

"უკვე რამოდენიმე წელია ვსაუბრობ არსენალის პრობლემების თაობაზე , გუნდის შემადგენლობასა და ასევე იმაზე, რომ გუნდი არ უნდა კმაყოფილდებოდეს ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპით, და უნდა გავიდეს ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალსა და იქით. და თუკი ჩვენ ამ საკითხებზე არ ვიზრუნებთ, მოგვიწევს ყოველ სეზონში ჩემპიონატში მეოთხე ადგილის დაკავება. და თუკი ესეცც არ მოხდება, რა იქნება შემდეგში??",-ციტირებს რაითს ESPN.
Views: 487



Shadow


content top