infoBets: Free Betting Daily Tips, Bet Advice, Soccer Predictions, Dropping Odds, Statistics Table, Football Live Centre, Fastest Livescore, Live TV, Soccer highlights...
content top
Main » 2013 » February » 22 » ძალამიძის ტრავმა

ძალამიძის ტრავმა

პოლონური "იაგელონიას” მთავარმა მწვრთნელმა ტომაშ ჰაიტომ, კლუბის ოფიციალურ ვებგვერდთან საუაბრში განაცხადა, რომ ტრავმირებული ქართველი ფეხბურთელის ნიკა ძალამიძის არყოფნა, მისი გუნდისთვის ძალიან დიდი დანაკლისია.

 "ეს ძალიან დიდი დანაკლისია. ბოლო ექვს თვეში ნიკამ აჩვენა, რომ ვითარდება და წარმატებას აღწევს. არავისთვის საიდუმლო არ არის, რომ პირველი ეტაპის ბოლო ტურებში, მან გუნდის წარმატებისთვის გადამწყვეტი როლი ითამაშა. მოსამზადებელ პერიოდშიც ერთ-ერთი საუკეთესო იყო.
 ნიკა მეცოდება, რადგან მის კარიერაში საკვანძო მომენტი იყო. ის ახალგაზრდა ბიჭია და ცხადია, იმედი ჰქონდა, რომ მე-2 ეტაპზე შარშანდელზე გაცილებით უკეთ ითამაშებდა, რითაც გუნდს მნიშვნელოვნად დაეხმარებოდა. მითუმეტეს, საქართველოს ეროვნულ ნაკრებში დებიუტის შემდეგ, ზოგიერთი გუნდი მისი შეძენით დაინტერესდა და ჩვენ კლუბს წინადადებებითაც მიმართეს. სამწუხაროდ, ამჟამად, მხოლოდ შეგვიძლია სწრაფად გამოჯანმრთელება ვუსურვოთ, რადგან მისი დიდი იმედი გვაქვს” – თქვა ჰაიტომ.
 ძალამიძემ ტრავმა სამშაბათს მიიღო. ვარჯიშის მიწურულს, მან მუხლში საშინელი ტკივილი იგრძნო და სასწრაფოდ კლინიკაში გადაიკვანეს. როგორც მაგნიტო-რეზონანსულმა გამოკვლევამ აჩვენა, ქართველ ფეხბურთელს ჯვარედინი მყესები აქვს გაწყვეტილი. უახლოეს დღეებში, ის ოპერაციას გაიკეთებს და წინასწარი პროგნოზით ზაფხულამდე ვერ ითამაშებს.
Views: 745



Shadow


content top