infoBets: Free Betting Daily Tips, Bet Advice, Soccer Predictions, Dropping Odds, Statistics Table, Football Live Centre, Fastest Livescore, Live TV, Soccer highlights...
content top
Main » 2013 » February » 22 » ალეგრი- რატომ არის მაგარი მწვრთნელი? პროგრამა- მაქსიმუმი

ალეგრი- რატომ არის მაგარი მწვრთნელი? პროგრამა- მაქსიმუმი

ალეგრი
"მილანისა" და "ბარსელონას" დაპირისპირება ჯერ კიდევ არ დასრულებულა, თუმცა საბოლოოდ შეგვიძლია დავრწმუნდეთ იმაში, რომ მასიმილიანო ალეგრი - სწორედ ისაა, რომელიც "მილანს" სჭირდება, და, შესაძლებელია, სხვა ნებისმიერ იტალიურ კლუბისაც კი, რომლებიც ჩავარდნის პერიოდს განიცდიან (მაგალითად "რომა", რომელმაც ალეგრის მიმართ ინტერესი უკვე გამოხატა). იმ სამუშაოს შედეგების გათვალისწინებით, რომელსაც ადრიანო გალიანი და "მილანის" სხვა ტიფოზები აკეთებენ სწორედ ახლა არიან ბედნიერები, ალეგრიმ მიმდინარე სეზონში გვაჩვენა ის, რომ იგი უნდა დააფასონ.

ალეგრი და საზოგადოებრივი აზრი

"მილანს" გასული წლის შემოდგომის პერიოდში, როგორც "ნაგვის კატას" ისე მოიხსენიებდნენ - სერია ა-ს სატურნირო ცხრილის ქვედა, მიუწვდომელ ნაწილში იმყოფებოდა და ნებისმიერ ძლიერ თუ სუსტ მოწინააღმდეგესთან მარცხდებოდა. ალეგრი ამის "დაფარვას" მეთოდურად ცდილობდა, თუმცა არ გამოსდიოდა და მის მიმართ საზოგადოება მაინც კრიტიკულად იყო განწყობილი.
ადრიანო გალიანი აცხადებდა, რომ მიუხედავად ყველა განხილვისა თუ საუბრისა, რომელთა შორის ინიცირებულები იყვნენ "ღირსეული" მილანისტებიც, ალეგრის მიმართ კლუბი ინერტულ ნდობას მაინც ინარჩუნებდა, თუმცა "პალერმოსთან" ოქტომბრის თვის ბოლო რიცხვებში განცდილი მარცხის შემდეგ მწვრთნელს მხარი აღარ დაუჭირა და მთელი საზოგადოების წინაშე მანაც გააკრიტიკა. ამას დამატებული, სილვიო ბერლუსკონის ალეგრის ტაქტიკური სქემაც არ მოსწონდა, რაც, რა თქმა უნდა, მალე გავრცელდა იტალიურ პრესაში. იმავდროულად მასიმილიანოს შემცვლელთა სპეციალისტების ათი სახელიც დასახელდა - გვარდიოლადან დაწყებული სპალეტით დასრულებული.

მიუხედავად ამ ყველაფრისა, ალეგრი არცერთ გამკრიტიკებელთან არ შევიდა ღია დაპირისპირებაში, ისტერიკებში არ ჩავარდა და გარდა ამისა, გათავისუფლებაზეც კი არ ფიქრობდა. მას საკუთარი თავის კვლავ სჯეროდა, აგრძელებდა მუშაობას, და საბოლოოდ მისმა მოთმინებამ შედეგი გამოიღო, ალბათ საუკეთესო შედეგიც კი - რამოდენიმე კვირის წინ გალიანი "მილანში" მომდევნო სეზონშიც იმუშავებდა.

ალეგრი და ახალგაზრდა ფეხბურთელები

ელ-შაარავიმ გუშინ გოლის გატანა ვერ მოახერხა, თუმცა ვერავინ შემედავება იმაში, რომ თავდამსხმელმა შესანიშნავი მატჩი ჩაატარა - რეგულარულად აწუხებდა "ბარსელონას" მცველებს, საკუთარ გუნდს დიდ დახმარებას უწევდა, და ბოლოს და ბოლოს, საგოლე გადაცემა გააკეთა.
სწრაფი ტრანსფორმაციის მქონე ელ-შაარავი უდაოდ ნიჭიერ და პერსპექტიულ ახალგაზრდად ითვლება და უკვე მის გარეშე "მილანის" თავდასხმის ხაზი უბრალოდ წარმოუდგენელია - ამაში, რა თქმა უნდა დიდი წვლილი სწორედ ალეგრის მიუძღვის. ამას თავად ფეხბურთელიც ეთანხმება.

ეს "მილანის" სხვა ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის ნამდვილი მაგალითია და "როსონერიში" საკუთარი მომავლის შიშში არ უნდა იყვნენ - რამოდენიმე სეზონის შემდეგ ისინი შეძლებენ ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო კლუბის ძირითად შემადგენლობაში ადგილი დაიკავონ.

ალეგრი - ჯენლტმენი

ყველასათვის ნათელი და გასაგები იყო, რომ გუშინდელი მატჩის შემდეგ ყველაზე საკამათო თემა საპატას მიერ ხელით თამაში იქნებოდა, რომელიც, როგორც ჩანს, არ იყო. თუმცა, კოლუმბიელს რომც მოხვედროდა ხელზე ბურთი, პირველი ადამიანი, ვინც ამაში გამოტყდა, "მილანის" მთავარი მწვრთნელი გამოდგა.
მიმდინარე სეზონში ალეგრიმ ყველა შეცდომა აღიარა, რომელიც არბიტრებმა მისი გუნდის სასარგებლოდ მიიღეს. 

"იუვენტუსის" კარში პენალტი არ უნდა დანიშნულიყო", "კატანიას" კარში პირველი გოლი ელ შაარავიმ თამაშგარე მდგომარეობიდან გაიტანა", "არ ვფიქრობ, რომ "უდინეზეს" კარში პენალტი სამართლიანად დაინიშნა". თითოეული ეს ფრაზა - "მილანის" მთავარ მწვრთნელს ეკუთვნის.

თანამედროვე ფეხბურთში ასეთი ქცევა - ძალიან დიდი იშვიათობაა, ხოლო ამასთან მისალმება უბრალოდ შეუძლებელია.
Views: 917



Shadow


content top