infoBets: Free Betting Daily Tips, Bet Advice, Soccer Predictions, Dropping Odds, Statistics Table, Football Live Centre, Fastest Livescore, Live TV, Soccer highlights...
content top
Main » 2013 » February » 20 » მილანი - ბარსელონა

მილანი - ბარსელონა

ოთხშაბათი, სტადიონი "სან სირო"
დრო: 23:45 წუთი
არბიტრი: კრეიგ ტომსონი (შოტლანდია)

"რეალი" - "მანჩესტერ იუნაიტედის" არ იყოს და, ეს დაპირისპირებაც ტურნირის ამ ეტაპის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია. ბევრის აზრით, ფავორიტი კატალონიის "ბარსელონაა", თუმცა მილანელთა ნაადრევად ჩამოწერა არც ისე სწორი ნაბიჯია. "მილანი" არაერთხელ შეხვედრია "ბარსას" და ყოველთვის უწევდა წინააღმდეგობას.

მასიმილიანო ალეგრის მოცემულ ამოცანას რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორი გაურთულებს. გუნდს ვერ დაეხმარება ახალწვეული მარი ბალოტელი, რომელმაც "როსონერის" რიგებში გამართულ სამ მატჩში 4 გოლი გაიტანა! მოგეხსენებათ, სუპერმარიოს "სიტის" მაისურით უკვე უთამაშია წელს ჩემპიონთა ლიგაზე, ამიტომ არ აქვს უფლება იტალიელთა მხარე დაიჭიროს ამ ტურნირში. ამასთანავე, დღეს ვერ ვიხილავთ ცენტრალურ ჰავბეკებს: ნოჩერინოსა და ფლამინის. დე იონგს დიდი ხანია არ უთამაშია, ამიტომ ალეგრის მართლაც დიდი საფიქრალი აქვს. 

თავდასხმის ხაზში ტრავმის შემდეგ დაბრუნდნენ ელ შაარავი და პაცინი, თუმცა მათი თამაში ძირითადში ჯერაც კითხვის ნიშნის ქვეშაა. წინა ხაზში "ბარსას" კუთვნილ ბოიან კრკიჩს ელიან. ასევე ალბათ ვიხილავთ ნიანგსაც, რომელი ბოლო დროს რეგულარულად თამაშობს.

რაც შეეხება "ბარსელონას", მთავარი საკადრო სიახლე ვეტერან ჩავის ეხება. კატალონიელთა ლიდერმა ჩემპიონატის ორი მატჩი ტრავმის გამო გამოტოვა, მაგრამ "მილანის" წინააღმდეგ, ამბობენ, რომ მზად არის. ტიაგო ალკანტარას ჩინებული საშუალება ჰქონდა, რომ "ხეტაფესთან" და "გრანადასთან" დაემტკიცებინა, რას წარმოადგენს, მაგრამ მილანში, რასაკვირველია, ჩავის ვიხილავთ. მიუხედავად იმისა, რომ ესპანელთა სამწვრთნელო შტაბი ხშირად მიმართავს გარკვეულ როტაციებს, ეს ის შემთხვევაა, როცა მინდორზე მხოლოდ უძლიერესები გადიან!

სავარაუდო შემადგენლობები:

"მილანი": აბიატი - აბატე, მექსესი, საპატა, კონსტანი - მონტოლივო, ამბროზინი, მუნტარი - ნიანგი, კრკიჩი, ელ შაარავი.

"ბარსელონა": ვალდესი- დანი ალვეში, პიკე, პუიოლი, ალბა - ბუსკეტსი, ჩავი, ფაბრეგასი - პედრო, მესი, ინიესტა.

ტრავმირებულები: რობინიო, დე იონგი, ანტონინი, ბონერა, ფლამინი, ნოჩერინო - ადრიანო, ვილია.

დისკვალიფიცირებული: არავინ.

დისკვალიფიკაციის საფრთხე ემუქრებათ: მონტოლივო, ბონერა, ფლამინი - სონგი, მაშერანო, პედრო, ადრიანო.

საინტერესო ფაქტები: 

- ევროთასებზე "ბარსა" და "მილანი" 15-ჯერ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. 4-ჯერ იტალიელებმა გაიმარჯვეს, 5 მატჩი ფრედ დასრულდა, ხოლო 6-ჯერ "ბარსელონამ" მოიგო.

- ეს გუნდები ერთმანეთს ჩემპიონთა ლიგის ბოლო ორ გათამაშებაში შეხვდნენ ერთმანეთს, მათ შორის შარშანდელი სეზონის 1/4 ფინალში. მაშინ მილანში ფრე, 0:0 დაფიქსირდა, ხოლო საკუთარ მოედანზე კატალონიელებმა 3:1 გაიმარჯვეს.

- ბოლო 7 მატჩია, "მილანი" ვერ ახერხებს "ბარსას" დამარცხებას. ბოლოს ეს ჩემპიონთა ლიგის 2004/05 წლების სეზონში მოხდა, როცა იტალიელებმა ანდრეი შევჩენკოს ერთადერთი გოლის წყალობით იზეიმეს გამარჯვება.

- ტურნირის მიმდინარე გათამაშებაში "მილანს" ჯერ სახლში არ მოუგია. ალეგრის ბიჭებმა მხოლოდ ერთხელ შეძლეს გატანა საკუთარ არენაზე. ("მილანი" 1:1 "მალაგა)
Views: 876



Shadow


content top