infoBets: Free Betting Daily Tips, Bet Advice, Soccer Predictions, Dropping Odds, Statistics Table, Football Live Centre, Fastest Livescore, Live TV, Soccer highlights...
content top
Main » 2013 » February » 20 » ჩელსი კონტეს გადაბირებას ცდილობს

ჩელსი კონტეს გადაბირებას ცდილობს

პრესაში არ წყდება საუბრები ჩელსის მომავალი მწვრთნელის თაობაზე.როგორც ირკვევა,რომან აბრამოვიჩი რაფაელ ბენიტესის მუშაობით უკმაყოფილოა და სეზონის ბოლოს გუნდის ახალი თავკაცის ხილვა სურს.

ლონდონური კლუბისა და ტურინის იუვენტუსის ყოფილმა თავდამსხმელმა,ჯანლუკა ვიალიმ,Sky Sport Italia-თან ინტერვიუში აღნიშნა,რომ ინგლისური გუნდის მთავარი სამიზნე ანტონიო კონტე იქნება,თუმცა ეს უკანაკსნელი არ დატოვებს ბებერ სინიორას კიდევ ერთი წელი.

"ვფიქრობ ნორმალურია,ანტონიო კონტესადმი ევროპის წამყვანი კლუბების დაინტერესება.ჩელსის ნიჭიერი და გამარჯვებულის მენტალიტეტის მქონე სპეციალისტი სჭირდება.კონტე შესაძლოა მათი ფავორიტიც კი იყოს,მაგრამ გამიკვირდება თუ ეს უკანასკნელი ბებერ სინიორას დატოვებს.ვფიქრობ,მას კიდევ 1 წელი სურს იუვენტუსში დარჩენა,შემდეგ კი დაფიქრდება მომავალზე.”-განაცხადა ჯანლუკა ვიალიმ.
Views: 632



Shadow


content top