infoBets: Free Betting Daily Tips, Bet Advice, Soccer Predictions, Dropping Odds, Statistics Table, Football Live Centre, Fastest Livescore, Live TV, Soccer highlights...
content top
Main » 2013 » February » 20 » პორტუმ თამაშგარე მდგომარეობით გატანილი გოლით მოიგო

პორტუმ თამაშგარე მდგომარეობით გატანილი გოლით მოიგო

წუხელ,ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში ორი მერვედფინალური დაპირისპირება გაიმართა.ემირეითსზე გამართული შეხვედრა დიდ ინტერესს იწვევდა,ამიტომ პორტუ-მალაგას მატჩი გულშემატკივართა უმეტეს ნაწილს არ უნახავს.

პორტუგალიელებმა ჟოაო მოუტინიუს გოლის წყალობით 1-0 დაამარცხეს ანდალუსიური გუნდი.მატჩის შემდგომ უკმაყოფილო იყო როგორც მალაგას ფეხბურთელები,ასევე მათი მთავარი მწვრთნელი,მანუელ პელეგრინი.

"პორტუს ჩვენს კართან ბევრი სახიფათო მომენტი არ შეუქმნია.სიმართლე გითხრათ,მათ მიერ გატანილი ერთადერთი გოლი თამაშგარე მდგომარეობიდან გავიდა.თავიდანვე ვიფიქრე,რომ მოუტინიუ ჩვენს მცველებზე წინ იმყოფებოდა!

ჩემმა გუნდმა კარგად ვერ ითამაშა,რადგან პორტუგალიელებმა მჭიდრო პრესინგი შემოგვთავაზეს.ვერ შევძელით სასურველი სივრცეების შექმნა.ძალიან ცუდად ვითამაშეთ,რაც საგოლე მომენტების ნაკლებობაზე აისახა.იმედია,საკუთარ მოედანზე შექმნილ ვითარებას გამოვასწორებთ.თუ ესპანეთში ისე ვითამაშებთ,როგორც ამას ჩვეულებრივ ვაკეთებთ,მაშინ შემდგომ ეტაპზეც გავალთ.”-განაცხადა მანუელ პელეგრინიმ.
Views: 391



Shadow


content top