დღეს,იტალიაში პრინციპული დაპირისპირება გაიმართება მილანსა და ბარსელონას შორის.ეს ორი კლუბი ბოლო რამოდენიმე წელიწადია ხშირად ხვდებიან ერთმანეთს.
მოახლოებული მატჩის წინ მეტოქეზე ისაუბრა კატალონიური გრანდის კაპიტანმა.როგორც ირკვევა,კარლეს პუიოლი მილანის დიდი გულშემატკივარია და თუ ისინი ბარსელონას წინააღმდეგ არ თამაშობენ,მაშინ სწორედ როსონერის გამარჯვების ხილვა სურს.
"მილანმა სეზონი კარგად არ დაიწყო,მაგრამ ახლა ჩინებულ ფორმაში იმყოფება.რთული მატჩი გველის და თან როსონერი დიდ პატივისცემას იმსახურებს.მათ ბევრი ფეხბურთელი გაყიდეს და ამჟამად უფრო ახალგაზრდული შემადგენლობა ჰყავთ,ამიტომ შესაძლოა გამოცდილება დაკარგული ჰქონდეთ.
ბარსელონამ არ უნდა უღალატოს საკუთარ სტილს.გასახდელში ყველა ფეხბურთელი დარწმუნებულია,რომ ძალიან რთული დაპირისპირება გველის.მილანის თავდამსხმელები ნიჭიერი მოთამაშეები არიან,წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ ითამმაშებდნენ ისეთ დიდებულ კლუბში,როგორიც როსონერია.
მილანის გულშემატკივარი ვარ,როცა ბარსელონას წინააღმდეგ არ თამაშობენ.იტალიურ კლუბს ძალიან დიდ პატივს ვცემ.წინათ ვამბობდი,რომ თუ კატალონიურ გუნდს დავტოვებდი,აუცილებლად როსონერიში ვითამაშებდი,მაგრამ უკვე ასაკში ვარ და კარიერას სწორედ ბლაუგრანაში დავასრულებ.
მე და ბოიანი კარგი მეგობრები ვართ,ამიტომ ხშირად გვაქვს კონტაქტი.მას სტაბილურად არ უწევს თამაში სერია ა – ს შეხვედრებში,მაგრამ კრკიჩი დიდებული ფეხბურთელია,რომელიც მომავალში მილანისთვის უმნიშვნელოვანესი ფიგურა გახდება.”-განაცხადა კარლეს პუიოლმა.