infoBets: Free Betting Daily Tips, Bet Advice, Soccer Predictions, Dropping Odds, Statistics Table, Football Live Centre, Fastest Livescore, Live TV, Soccer highlights...
content top
Main » 2013 » February » 19 » პსჟ-ში დიდი კონკურენციაა

პსჟ-ში დიდი კონკურენციაა

"პარი სენ ჟერმენის” მთავარი მწვრთნელი კარლო ანჩელოტი აცხადებს, რომ მის გუნდში დიდი კონკურენციაა, რასთან შეგუებაც პარიზელთა შემტევს, ჟერემი მენეზსაც მოუწევს.

 ცოტა ხნის წინათ, მენეზმა კლუბიდან წასვლის სურვლი გამოთქვა და ამის მიზეზად სათამაშო დროის ნაკლებობა დაასახელა.
 "ადრე, მსგავსი პრობლემა საკოსაც ჰქონდა, მაგრამ მამადუ მიხვდა, რომ პსჟ-ში დიდი კონკურენციაა და ძირითად შემადგენლობაში მოსახვედრად ბრძოლა დაიწყო. ახლა, ამას მენეზიც უნდა მიხვდეს.
 მოედანზე შეშვებით, მენეზს საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენის შანსს ვაძლევ. მან უნდა დააფასოს ის 20-30 წუთი, რომელსაც მოედანზე ატარებს. თუ ჟერემი შანსს გამოიყენებს, სავსებით შესაძლებელია, რომ ძირითად შემადგენლობაში დაბრუნდეს.” – ციტირებს ანჩელოტის სიტყვებს L’Equipe.
Views: 667



Shadow


content top