infoBets: Free Betting Daily Tips, Bet Advice, Soccer Predictions, Dropping Odds, Statistics Table, Football Live Centre, Fastest Livescore, Live TV, Soccer highlights...
content top
Main » 2013 » February » 19 » მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატზე, კარის აღება ტექნოლოგიურად დაფიქსირდება

მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატზე, კარის აღება ტექნოლოგიურად დაფიქსირდება

მსოფლიო ფეხბურთის მმართველმა პირებმა საბოლოოდ გადაწყვიტეს, რომ 2014 წელს, ბრაზილიაში გასამართი მუნდიალის დროს, კარის აღების ფიქსაციისთვის საჭირო ტექნიკა გამოყენებული იქნება.

 FIFA-ს ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, 2013 წელს კონფედერაციის თასზე და 2014 წელს მსოფლიოს ჩემპიონატზე, ყველა სტადიონზე, კარის ფიქსაციისთვის საჭირო ტექნიკა იქნება დამონტაჟებული. არბიტრების მოვალეობა იქნება, ყოველი თამაშის წინ, ტექნიკის გამართულად მუშაობა შეამოწმონ.
 ჯერჯერობით უცნობია, რომელი კომპანია დაამონტაჟებს სტადიონებზე ტექნიკას. უკვე გამოცხადებულ ტენდერში მონაწილეობის მიღების უფლება ლიცენზირებულ კომპანიებს აქვთ, ასეთი კი, ჯერჯერობით, მხოლოდ ორია. თუმცა, ლიცენზიის მიღებას კიდევ რამდენიმე კომპანია აპირებს.
Views: 746



Shadow


content top