ორშაბათს,80 წლის ასაკში,გარდაიცვალა ლოს ანჯელეს ლეიკერსის მფლობელი.ჯერი ბასი 1979 წლიდან ხელმძღვანელობდა NBA-ს ერთ-ერთ გამორჩეულ გუნდს.
მისი მფლობელობის დროს იქცა ლეიკერსი იმ გუნდად,რომლის თამაშის ხილვაც ნებისმიერ გულშემატკივარს სიამოვნებას ანიჭებს.ბასს ღრმად სწამდა,რომ კლუბებს სანახაობა უნდა ეჩვენებინათ ფანებისათვის.ლეიკერსმა ამ დროის განმავლობაში 10-ჯერ მოახერხა ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის მოგება!
"ვცდილობდი,შემექმნა ლეიკერსის იმიჯი,რომელიც მუდამ დარჩებოდა გულშემატკივართა ხსოვნაში!ამ სიტყვებში იმას ვგულისხმობ,რომ ჩემი გუნდი რაღაით ჰოლივუდს ჰგავს.”-განაცხადა ჯერიმ გარდაცვალებამდე რამოდენიმე დღით ადრე.
"ჯერი ბასი დაეხმარა ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციას მიეღწია იმ მწვერვალისთვის,რომელზეც ახლა დამაჯერებლად იკავებს კუთვნილ ადგილს.პირველმა სწორედ მან უწოდა კალათბურთს "სანახაობის დრო”!მისი აზრით,კალათბურთი მარტო სპორტი არ იყო,არამედ სიამოვნება.ჯერიმ დიდი სახელ დატოვა კალათბურთის ისტორიაში.”-განაცხადა NBA-ს კომისიონერმა,დევიდ სტერნმა.
მოგეხსენებათ,ლეიკერსის მფლობელი რამოდენიმე დღის წინ მოათავსეს საავადმყოფოში.თავიდანვე ნათელი იყო,რომ მას დიდი ხნის სიცოცხლე არ ჰქონდ დარჩენილი,ამიტომ არაერთმა ვარსკვლავმა ინახულა,მათ შორის:კობი ბრაინტმა,მეჯიკ ჯონსონმა,შაკილ ონილმა და კარიმ აბდულ-ჯაბარმა.ჯერი ბასი სიმსივნემ იმსხვერპლა.