infoBets: Free Betting Daily Tips, Bet Advice, Soccer Predictions, Dropping Odds, Statistics Table, Football Live Centre, Fastest Livescore, Live TV, Soccer highlights...
content top
Main » 2013 » February » 19 » არსენალი ვალდესს ელოდება

არსენალი ვალდესს ელოდება

ბრიტანული "სანის” ინფორმაციით, ლონდონის "არსენალი” "ბარსელონას” კიპერ ვიქტორ ვალდესის ხელში ჩასაგდებად ემზადება.

წყაროს ცნობით, "მეთოფეები” 31-წლის მეკარის ტრანსფერისთვის დაახლოებით 11 მილიონ ევროს ამზადებენ. როგორც ცნობილია, ვალდესს 2014 წლის ზაფხულში კატალონიურ გრანდთან კონტრაქტის ვადა ეწურება, გახანგრძლივებას კი არ აპირებს. როგორც ესპანელი მეკარე ამბობს, ეს გადაწყვეტილება იმიტომ მიიღო, რომ სხვა ქვეყნების კულტურის გაცნობა სურს.

ვალდესის მიმართ სხვადასხვა კლუბები უკვე იჩენენ ინტერესს, მათ შორის ფავორიტი კი "არსენალია”. ისიც გასათვალისწინებელია, რომ "ბარსელონასა” და "არსენალს” შორის საკმაოდ კარგი ურთიერთობაა ჩამოყალიბებული.

იმავე წყაროს ცნობით, ჩრდილოლონდონელები გასულ სეზონში "ლივერპულის” მეკარის, პეპე რეინას გადაბირებას ცდილობდნენ.
Views: 581



Shadow


content top