"მილანის” ყოფილმა ნახევარმცველმა ჯენარო გატუზომ, რომელიც ამჟამად შვეიცარიული "სიონის” ღირსებას იცავს, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე "ბარსელონასა” და "როსონერის” შორის გასამართი დაპირისპირების შესახებ ისაუბრა. ვეტერანი იტალიელი ფეხბურთელის თქმით, მილანელებმა კატალონიელებს წინასწარ არაფერი უნდა დაუთმონ.
"ფეხბურთში ყველაფერი ხდება. მატჩების წინასწარი სცენარი არ არსებობს, ამიტომ შეხვედრა შეიძლება ნებისმიერი შედეგით დასრულდეს. რა თქმა უნდა, ქაღალდზე ფავორიტი "ბარსაა”, მაგრამ შარშანდელი დაპირისპირება გავიხსენოთ, როცა "ნოუ კამპზე” ანტონიო ნოჩერინომ ანგარიშის გათანაბრება მოახერხა. რატომ არ შეიძლება, იგივე განმეორდეს?”, – განაცხადა გატუზომ.
იტალიელმა ნახევარმცველმა მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელზეც ისაუბრა.
"ლეო მესი დიდებული ფეხბურთელია. კრიშტიანო რონალდუც მშვენიერი მოთამაშეა, მაგრამ მხოლოდ მესიზე შემიძლია ვთქვა, რომ ის სხვა პლანეტიდანაა. კალენდარულ წელიწადში 90 გოლის გატანა მხოლოდ გამორჩეულ ფეხბურთელებს შეუძლიათ”, – ციტირებს გატუზოს სიტყვებს