infoBets: Free Betting Daily Tips, Bet Advice, Soccer Predictions, Dropping Odds, Statistics Table, Football Live Centre, Fastest Livescore, Live TV, Soccer highlights...
content top
Main » 2013 » February » 18 » კაკა: “მინდა, რომ მეტი სათამაშო დრო მომეცეს”

კაკა: “მინდა, რომ მეტი სათამაშო დრო მომეცეს”

ბრაზილიელი ნახევარმცველი, რიკარდო კაკა გამოთქვამს იმის სურვილს, რომ მადრიდის "რეალში” უფრო მეტი სათამაშო დრო მიეცეს.


შეგახსენებთ, რომ "სამეფო კლუბის” მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მაურინიომ 30 წლის ფეხბურთელი, გუშინ, "რაიო ვალეკანოსთან” ჩატარებულ შეხვედრაში ძირითად შემადგენლობაში დააყენა.


"მოხარული ვარ, რომ გავიმარჯვეთ. მწვრთნელი წყვეტს, ვინ ითამაშებს და ვინ – არა, მე ჩემი შესაძლებლობები მოედანზე უნდა დავამტკიცო. ცხადია, მაქვს სურვილი იმისა, რომ უფრო მეტი სათამაშო დრო მომეცეს, თუმცა მწვრთენლის გადაწყვეტილებას პატივს ვცემ. როცა შანსი მომეცემა, ის უნდა გამოვიყენო. ჩემი მიზანია, ძირითად შემადგენლობაში ხშირად ვიყო და მადრიდის "რეალთან” ერთად წარმატებას მივაღწიო”, – უთხრა კაკამ ჟურნალისტებს.
Views: 685



Shadow


content top