infoBets: Free Betting Daily Tips, Bet Advice, Soccer Predictions, Dropping Odds, Statistics Table, Football Live Centre, Fastest Livescore, Live TV, Soccer highlights...
content top
Main » 2013 » February » 18 » "იუნაიტედის" 10 საუკეთესო ფორვარდი სერ ალექს ფერგიუსონის მოღვაწეობის პერიოდში

"იუნაიტედის" 10 საუკეთესო ფორვარდი სერ ალექს ფერგიუსონის მოღვაწეობის პერიოდში

"მანჩესტერი" ერთ–ერთი ყველაზე წარმატებული კლუბია, რომელიც ცნობილია ერთგული მწვრთნელითაც. 

ინგლისური გრანდი სერ ალექ ფერგიუსონთან ასოცირდება. წარმოგიდგენთ მისი მწვრთნელობის დროს მოასპარეზე საუკეთესო ფორვარდების ათეულს, რათა უფრო კარგად დარწმუნდეთ თუ რა დონის ფეხბურთელები აღზარდა ფერგიმ.



10. ბრაიან მაკლერი (1987–98)
მატჩი: 471
გოლი: 127
შოტლანდიელი ფორვარდი თავის დროზე ერთ–ერთი ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი გახლდათ. "მანიუმ" მასში 850 000 ფუნტი გადაუხადა "სელტიკს". მაკლერმა გაუმართლა იმედები კლუბს და პირველივე სეზონში "წითელი ეშმაკების" მაისურით 20 გოლი გაიტანა. და ის ჯორჯ ბესტის შემდეგ პირველი ფეხბურთელი გახდა ვინც სეზონში ამდენი გოლის გატანა მოახერხა. ბრაიანმა და ფერგიმ "იუნაიტედთან" ერთად პირველი ტიტული 1990 წელს ინგლისის თასი მოიგეს, სადაც მაკლერმა გოლი გაიტანა. ფორვარდმა გოლები გაიტანა თასების მფლობელთა თასის გათამაშებაში თითქმის ყველა ეტაპზე გარდა ფინალისა. "იუნაიტედმა" 1991 წელს თასების მფლობელთა თასი მოიპოვა. მაკლერი "ეშმაკების" მთავარი ფიგურა გახლდათ მანამდე სანამ გუნდში ერიკ კანტონა მოვიდა.

9. ტედი შერინგემი (1997-2001)
მატჩი: 153
გოლი: 46
ტედი "იუნაიტედში" 31 წლის ასაკში მივიდა. 33 წლის ასაკში კი ყველა იმ ტიტულის მფლობელი გახდა კლუბთან ერთად, რასაც ნატრობს ყველა ფეხბურთელი. ტედი შერინგემის კარიერის მწვერვალი კი 1999 წელს ჩემპიონთა ლიგის ფინალში "ბაიერნის" კარში გატანილი გოლი აღმოჩნდა. 4 დღით ადრე კი მან ინგლისის თასის ფინალში გაიტანა. კვირანახევრის შემდეგ კი მოიპოვა პრემიერლიგის ოქროს მედალი. ერთი წლის შემდეგ კი ეს მედალი უკვე 2 გაუხდა. 2000/2001 წელს 35 წელს მიღწეულ შერინგემს მეორე ახალგაზრდობა გაეხსნა და იმ სეზონში "იუნაიტედის" საუკეთესო ბომბარდირი გახდა.
ალექს ფერგიუსონი: "სიჩქარეს მის შემთხვევაში არასდროს ჰქონია გადამწყვეტი მნიშვნელობა. უნარი აქვს სწორად შეარჩიოს პოზიცია და იქედან შეუტიოს და თუ მან ასეთ პოზიციაზე მიიღო ბურთი აუცილებლად გააქვს. ორივე ფეხით იდეალურად ურტყამს, შესანიშნავად თამაშობს თავით, მოედანზე სწრაფად ფიქრობს, ბრწყინვალედ ფლობს სივრცეს. ის განსაკუთრებულია, ძლიერი ხასიათისა და ფსიქიკის პატრონია, კარგი იქნება თუ მწვრთნელის რანგში მოგვევლინება".

8. ენდი კოული (1995-2001)
მატჩი: 275
გოლი: 121
1995 წელს "ნიუკასლის" მთავარმა მწვრთნელმა კევინ კიგანმა "სამწვრთნელო თვითმკვლელობა" ჩაიდინა, მაშინ როდესაც კლუბიდან კონკურენტ გუნდში ენდი კოული გაუშვა. "ოლდ ტრაფორდზე" ენდიმ დიდებული წლები გაატარა. კლუბთან ერთად 4 ტიტულის მფლობელი გახდა. 2–ჯერ მოიგო პრემიერლიგა, 1996 წელს ინგლისის თასი და 1999 წელს ჩემპიონთა ლიგის ტიტული დაისაკუთრა. კოული და იორკი ფორვარდების წყვილი, რომლებმაც თავიანთი ბრწყინვალე თამაშით მთელი ინგლისი და ევროპა შეძრეს. მიუხედავად მიღწევებისა ინგლისის ნაკრებმა კოული სათანადოდ არ დააფასა. გლენ ჰოდლას ხელში ენდი "გახდა ადამიანი, რომელსაც სჭირდება 5 მომენტი, რათა გაიტანოს გოლი". ყველაფრის მიუხედავად ენდი კოული ალან შირერზე ბევრად ეფექტური იყო (თუ არ გავითვალისწინებთ პენალტებს, რომლებსაც ალან შირერი ყოველთვის ასრულებდა, ენდი თითქმის არასდროს). რაც შეეხება საგოლე პასებს, მან 127 პასი გააკეთა კარიერის განმავლობაში და მას მხოლოდ რაიან გიგზი და დენის ბერგკამპი თუ უტოლდებიან.

სერ ალექსი (კოული–იორკის წყვილზე): "ისისნი ფანტასტიკური წყვილი იყვნენ. ორივემ მოახერხა 52 გოლის გატანა. ვფიქრობ მთელს ევროპაში საუკეთესონი იყვნენ. როგორც კი შეხვდნენ ერთმანეთს იმ  წამიდან გაუგეს ერთმანეთ. არ ვიცი რა იყო ქიმიური რეაქცია მოხდა მათში თუ რა, მაგრამ დუეტი, რომ გასაოცარი იყო ფაქტია. გამიჭირდა შემენარჩუნებინა შერინგემი და გუნარი, მაშინ, როცა კოული–იორკი  წყვილი კარიერის პიკში იყვნენ. ძალიან გამიმართლა, რომ კლუბში 4 დიდებული ფორვარდი მყავდა".

7. დუაიტ იორკი (1998-2002)
მატჩი: 152
გოლი: 66
მექალთანეს რეპუტაციისა და "გაღიმებული მკვლელის"ზედმეტსახელის მქონე ადამიანი, რომელის ჩაცხრილვაც  ჯონ გრეგორის სურდა, ალექს ფერგიუსონმა კი როცა ნახა თქვა "ეს არის ადამიანი, რომლის გამოც დამსვეს". რომ არა სეზონში გატანილი 30 გოლისა და 24 საგოლე პასისა "იუნაიტედის" რიგებში ვერ დაიმკვიდრებდა ადგილს. ტრინიდადელმა გოლების გატანა განაგრძო და შემდეგ სეზონში მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის ტიტულიც მოიპოვა, მაგრამ დაეცა ფერგიუსონის თვალში, რადგან მწვრთნელი უკმაყოფილო იყო ფეხბურთელის პირადი ცხოვრებით. მწვრთნელის მოთმინება 2002 წელს ამოიწურა და ამაში ხელი 2002 წელს "ოლდ ტრაფორდზე" ვან ნისტელროის გამოჩენამაც შეუწყო ხელი. იორკის და "იუნაიიტედის" გზები გაიყო.
ფერგიუსონი: "იორკის და კოული დუეტმა სეზონში 52 გოლის გატანა შეძლო, რაც ძალიან კარგი შედეგი იყო. ეს მისი პირველი სეზონი იყო კლუბში! ვფიქრობ, რომ ის ერთ–ერთი ყველაზე საუკეთესო ფეხბურთელი იყო ევროპაში. სადებიუტო სეზონში შესანიშნავი მაჩვენებელი ჰქონდა. კოულის და მისმა წყვილმა კარგად იმუშავა".

6. ოლე–გუნარ სულშერი (1996-2007)
მატჩი: 366
გოლი: 126
კიდევ ერთი "მკვლელი" - "პატარა ბავშვის სახით" ნორვეგიელიმა ფორვარდმა სახელი გაითქვა იმით, რომ ის მოედანზე სათადარიგო სკამიდან გადიოდა. 366 მატჩიდან 150 სათადარიგოდან დაიწყო. მოედანზე მიჰყვებოდა ლოზუნგს "არასოდეს დანებე" რისი მეშვეობითაც ხშრად გადაარჩენია მატჩები წაგებას. მოედნის გარეთ გამუდმებით ებრძოდა ფეხის ქრონიკულ ტკივილს - ერთადერთი ბრძოლა, რომელიც მან წააგო. 11 წლის განმავლობაში მან "იუნაიტედთან"ერთად  6–ჯერ ჩემპიონის ტიტული და ორი ინგლისის თასი და ასევე 1999 წელს ჩემპიონთა ლიგა მოიგო.
ფერგიუსონი: "ოლე მოვიდა ჩვენთან, როცა ის 23 წლის  იყო. მას, რომ შევხედე ვიფიქრე 15–საა მეთქი. ვთქვი, რომ მას აქვს პოტენცია, მაგრამ ჯერ კარგი იქნებოდა  რეზერვში ეცადა. ორი მატჩის შენდეგ რეზერვის მრწვთნელმა ჯიმი რაინმა მოითხოვა მისი ძირითად ჯგუფში გადაყვანა. თავიდან  სათადარიგო შემადგენლობაში გვყავდა, მაგრამ "ბლექბერნის"  წინააღმდეგ მატჩში გაბრწყინების შემდეგ რეზერვზე ლაპარაკი აღარ ყოფილა".

5. მარკ ჰიუზი (1980-86, 1988-95)
მატჩი: 467, ფერგიუსონის დროს – 350
გოლი: 163, ფერგიუსონის დროს – 116
ჰიუზმა საფეხბურთო კარიერა "მანჩესტერის" შემადგენლობაში დაიწყო, 1986 წელს კი "ბარსელონაში" გააგრძელა მოღვაწეობა. ფერგიუსონმა ის უკან 1988 წელს რეკორდული თანხის საფასურად 1,8 მილიონად დააბრუნა. რაც ნამდვილად არ უნანია, რადგან პირველივე სეზონში ფეხბურთელმა წლის ფეხბურთელის წოდება მიიღო. ერთი წლის შემდეგ კი ინგლისის თასის ფინალში დუბლი მიითვალა, რითაც ხელი შეუწყო ფერგის თავისი პირველი ტიტულის დაუფლებაში "წითელი ეშმაკების" თავკაცობის საწყის ეტაპზე. ჰიუზმა კიდევ ერთხელ შეძლო და საუკეთესო გახდა 1991 თასების მფლობელთა თასის ფინალში დუბლი მიითვალა. "იუნაიტედთან" ერთად მოიგო პრემიერლიგა 2–ჯერ.
სერ ალექსი: "ჰიუზი საუკეთესო იყო მთავარ მატჩებში".

4. რუდ ვან ნისტელროი (2001-06)
მატჩი: 219
გოლი: 150
ჰოლანდიელი ფორვარდი,  "იუნაიტედის" ერთ–ერთ ყველაზე გამოჩენილ მოთამაშედ ითვლება, რომელსაც ერთნაირად შეუძლია ფეხით და თავით ბურთის გატანა. ვან ნისტელროი - "წითელი ეშმაკების" რეკორდსმენი ევროჯგუებში (38 გოლი). პირველი სეზონის დასასრულისთანავე ინგლისში წლის ფეხბურთელად აღიარეს, როგორც გულშემატკივრების მხრიდან ასევე პროფესიონალების მხდიდან. კლუბთან ერთად მოიგო 2003 წლის ტიტული, გახდა პრემიერლიგის საუკეთესო ბომბარდირი, მოიგო ინგლისის თასი 2004–ში და ლიგის თასი 2006–ში. "იუნაიტედიდან" ალექს ფერგირსონთან კონფლიქტის შემდეგ წავიდა.
ფერგი: "რუდი  შესანიშნავი თავდამსხმელია. ის ყველაზე დაუნდობელი ფორვარდია, რომელიც ოდესმე მინახავს. მან ეს დაამტკიცა ჩემპიონთა ლიგაზე.  ეს ტურნირი ყველაზე ეფქტურად აჩვენებს ფეხბურთელების დონეს".

3. კრიშტიანუ რონალდუ (2003-09)
მატჩი: 292
გოლი: 118
პირველი პორტუგალიელი "იუნაიტედის" საფეხბურთო მოღვაწეობის ისტორიაში. კიკის, როგორც "სპორტინგში" ინგლისურ კლუბში სურდა 28–ნომრიანი მაისური ჩაეცვა, მაგრამ ფერგიმ უთხრა "არა, შენ 7 ნომერი იქნები". ამ მაისურით თავის დროზე "იუნაიტედის" ისეთ ლეგენდებს უთამაშიათ, როგორებიც იყვნენ: ჯორჯ ბესტი, ბრაიან რობსონი, ერიკ კანტონა და დევიდ ბექჰემი. პორტუგალიელი ვერაფერს გახდა და შეეგუა. რონალდუ პირველი ფეხბურთელი გახდა კლუბის ისტორიაში რომელმაც "ოქროს ბურთის" მოპოვება შეძლო, ბესტას შემდეგ. შემდეგ კი გახდა პირველი, რომელსაც ფიფამ საუკეთესო უწოდა. რონალდუმ ყველაფერი მოიგო კლუბთან ერთად რისი მოგებაც შეიძლებოდა. ზედიზედ 2 წელი სახელდებოდა საუკეთესოდ, როგორც ჟურნალისტების ასევე კოლეგებისა და გულშემატკივარის აზრით. დაამყარა რეკორდები. მათ შორის 34 მატჩში 31 გოლი უნდა აღინიშნოს.

სერ ალექს ფერგიუსონი: "ის უბრალოდ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია. საუკეთესოა კაკაზეც და მესიზეც. უფრო მეტიც, მან უკან მოიტოვა ისინი. დაუჯერებელი, ფანტასტიკური სტატისტიკური მაჩვენებელი აქვს. დარტყმები, მომენტების შექმნა, თავით თამაში, რეიდები საჯარიმოს შესრულების დროს – მას ყველაფერი აქვს. ის უბრალოდ საოცარია.

იცით, გამბედაობა ფეხბურთში, ისევე როგორც ცხოვრებაში, სხვადასხვა რამეა. რონალდუს ყოველთვის ჰქონდა გამბედაობა ბურთით თუ მის გარეშე. არა აქვს მნიშვნელობა რამდენჯერ გააჩერებდნენ უხეში თამაშისათვის. ძალიან ცოტა ადამიანს აქვს ამდენი გაბედულება. ითვლება, რომ ფეხბურთში ბურთის გაჩერება - არის მოგების დაადასტურება. დიახ, არსებობენ ფეხბურთელები, რომლებმიც გაივლიან აგურის კედელზე და დაიჭერენ ბურთს თავით. მე ვსაუბრობ სხვა გამბედაობაზე. ეს არის ის, რაც აქვს რონალდუს. ყველას დიდ მოთამაშეს ჰქონდა ეს - ბესტს, ჩარლტონს, კანტონას. ნება მომეცით აღვნიშნო ფეხით თამაში. ის ტრავმასაც კი არ უშინდება".

2. უეინ რუნი (2004 -)
მატჩი: 389
გოლი: 194
მშობლიური ლივერპულიდან, 2004 წელის ზაფხულში შეუერთდა რუნი "წითელ ეშმაკებს" და ჩემპიონთა ლიგის სადებიუტო  მატჩში "ფენერბახჩეს" წინააღმდეგ ჰეთთრიკი მიითვალა. გუნდს დაეხმარა 4–ჯერ მოეგო პრემიერლიგა, 2–ჯერ ლიგის თასი, 2008 წელს ჩემპიონთა ლიგის ტიტულიც მიისაკუთრა. ამასთანავე ძალიან ბევრ პირად ჯილდოსაც გამოჰკრა ხელი. პრემიერლიგაში არსებობენ რუნიზე უფრო საიმედო და ტექნიკური ფეხბურთელენბი, მაგრამ ყველაფერი ერთად, რომ ჰქონდეთ ასეთი მხოლოდ რუნია. ის პირველრიგში ბრწყინვალე თავდამსხმელია, ეხმარება ნახევარდაცვასაც და შეუძლია დაცვაშიც გამოადგეს მწვრთნელს. ღირსეულად ეხმარება ინგლისის ნაკრებსაც. დღესდღეობით რუნი მეოთხე ადგილზეა "იუნაიტედის" ისტორიაში შედეგიანობის მხრივ.
ფერგი: "უკანასკნელი რამდენიმე ათწლეულის ბრიტანეთში იყვნენ მსგავი ფეხბურთელები - გასკოინი, ჯორჯ ბესტი, ბობი ჩარლტონი, დენის სამართალი. რუნი მათი მსგავსია, მას აქვს დიდი გამბედაობა, ყოველთვის სურს ითამაშოს და წარმოუდგენლად დამაჯერებელია. მისი ნიჭი არ არის შეზღუდული. ის ბრაზილიელ პელეს შეიძლება შეადარო. ორივე ძლიერი, სწრაფი, დარწმუნებულინი და მიზანდასახულნი არიან. რუნი უბრალოდ თეთრია. "

ერიკ კანტონა1. ერიკ კანტონა (1992-97)
მატჩი: 185
გოლი: 82
მეფე ერიკს არ დაუმყარებია რეკორდები და არ მიუღია "ოქროს ბურთი" (1993 წელს მესამე სიაში Ballon d'Or). ფრანგი თავდამსხმელი,1992 წლის შემოდგომაზე გადავიდა "მანჩესტერში" "ლიდსიდან", და მთავარი როლი ითამაშა "მანიუს" გაჩემპიონებაში. კანტონა იყო ერთ–ერთი მთავარი გმირი და ხელმძღვანელი დიდი ხნის შემდეგ 1993 წელს მოგებული ჩემპიონატისა. კანტონამ კლუბთან ერთად ოთხჯერ მოიგო ჩემპიონატი და ინგლისის თასი ორჯერ. მან ამ წლების განმავლობაში არამარტო კლუბის ტიტულები დააგროვა არამედ პირადი ჯილდოებიც საკმაოდ მიითვალა. 1997 წელს ფეხბურთელმა მოულოდნელად განაცხადა, რომ საფეხბურთო კარიერას ასრულებდა. მაშინ ის 30 წლის იყო მხოლოდ.  2001 წელს კლუბის გულშემატკივარმა კანტონას უდიდესი ფეხბურთელის წოდება მიანიჭა.
ფერგიუსონი: "ოდესმე ვინმე საუკეთესო ფეხბურთელი თუ დაბადებულა დედამიწაზე ის "მანჩესტერ იუნაიტედისთვის" იბადება. ასეთი იყო კანტონაც. ვფიქრობ, მთელი ცხოვრება ეძებდა ის ადგილს, რაც გახდებოდა მისი სახლი. ის იცვლიდა ქვეყნებს, რომ ეპოვა ასეთი ადგილი. როგორც კი მოხვდა ჩვენთან ის იმწამსვე მიხვდა, რომ მისი ადგილი აქ იყო".
Views: 1237



Shadow


content top