infoBets: Free Betting Daily Tips, Bet Advice, Soccer Predictions, Dropping Odds, Statistics Table, Football Live Centre, Fastest Livescore, Live TV, Soccer highlights...
content top
Main » 2013 » February » 18 » ცინცაძის "ბუდეველნიკმა" სუპერლიგაში პირველობა განიმტკიცა

ცინცაძის "ბუდეველნიკმა" სუპერლიგაში პირველობა განიმტკიცა

გიორგი ცინცაძის "ბუდეველნიკი" "ფერო-ზნტუ-ს" ესტუმრა და ანგარიშით 68-75 გაიმარჯვა. 
ეს სტუმრებისთვის უკრაინის სუპერლიგაში ზედიზედ მე-5 გამარჯვება აღმოჩნდა. ჯამში "ბუდეველნიკს" 30 ტურში 23 მოგება აქვს და ჩემპიონატს ერთპიროვნულად ლიდერობს. 

 

ცინცაძე სტუმრების ძირითად ხუთეულში გამოჩნდა და პარკეტზე გატარებულ 22 წუთში 8 ქულით, 4 მოხსნითა და 2 შედეგიანი გადაცემით დაეხმარა თავის გუნდს.

შინ უშუალო კონკურენტთან გაიმარჯვა მანუჩარ მარკოიშვილის "გალათასარაიმ". ქართველის კლუბმა ეფესს უმასპინძლა და პირველ ტაიმში მოპოვებული უპირატესობის წყალობით 77-70 დაამარცხა. "გალათასარაიდან" 10 ქულიან ზღვარს 5 კალათბურთელი გადასცდა. მანუჩარის ანგარიშზე კი 4 მხოლოდ ქულაა. ამ გამარჯვებით "გალათასარაიმ" ცხრილში მე-2 პოზიციაზე გადაინაცვლა.

ესპანეთის ჩემპიონატში საკუთარ კედლებში "სარაგოსასთან" 67-75 დამარცხდა ბექა ბურჯანაძის "კახასოლი". ბექამ 2 ქულა შესძინა მასპინძლებს. "კახასოლს" 14 მარცხი აქვს და 18 გუნდიან ჩემპიონატში მე-15 ადგილზე იმყოფება.
Views: 625



Shadow


content top