infoBets: Free Betting Daily Tips, Bet Advice, Soccer Predictions, Dropping Odds, Statistics Table, Football Live Centre, Fastest Livescore, Live TV, Soccer highlights...
content top
Main » 2013 » February » 17 » ფლამინი ფაბრეგასს აქებს

ფლამინი ფაბრეგასს აქებს

"მილანის” ნახევარმცველი, მეტიუ ფლამინი "ბარსელონას” ნახევარმცველს, სესკ ფაბრეგასს აქებს, თუმცა ამავდროულად, ამბობს, რომ ესპანელ მოთამაშეს ზოგჯერ, დაცვაში ჩასვლა ავიწყდება.

შეგახსენებთ, რომ ფლამინი და ფაბრეგასი გარკვეული დროის მანძილზე თანაგუნდელბი იყვნენ – ისინი "არსენალში” ერთად თამაშობდნენ.

"ფაბრეგასი ძალიან მაღალი დონის ფეხბურთელია. მას მოედნის შესანიშნავი ხედვა აქვს და შეტევაშიც ბრწყინვალედ თამაშობს. რაც შეეხება მის ნაკლს, ზოგჯერ, სესკს დაცვაში ჩასვლა ავიწყდება”, – უთხრა ფრანგმა Milan Channel-ს.

როგორც იცით, ოთხშაბათს, "მილანი” "სან სიროზე” კატალონიურ "ბარსელონას” უმასპინძლებს. ფლამინი ამბობს, რომ მას ერჩივნა, მერვედფინალში "როსონერის” მეტოქე სხვა კლუბი ყოფილიყო.

"ბარსელონას” დიდებული ფეხბურთელები ჰყავს. ისინი მშვენიერ ფეხბურთს თამაშობენ და ტურნირის ფავორიტადაც ითვლებიან. სიმართლე გითხრათ, მერჩივნა, მერვედფინალში სხვა მეტოქე გვყოლოდა, თუმცა ორი ბრწყინვალე შეხვედრა გველის. ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ "ბარსელონა” დავამარცხოთ”, – დაასრულა ფლამინიმ.
Views: 404



Shadow


content top