infoBets: Free Betting Daily Tips, Bet Advice, Soccer Predictions, Dropping Odds, Statistics Table, Football Live Centre, Fastest Livescore, Live TV, Soccer highlights...
content top
Main » 2013 » February » 17 » არსენ ვენგერი: სეზონი ჯერ კიდევ არ დასრულებულა

არსენ ვენგერი: სეზონი ჯერ კიდევ არ დასრულებულა

არსენალის მთავარმა მწვრთნელმა, არსენ ვენგერმა განაცხადა, რომ ბლექბერნთან მარცხი და ინგლისის თასიდან გამოვარდნა არ ნიშნავს თავისი გუნდისთვის სეზონის ნაადრევად დასრულებას.

შაბათს მეთოფეებმა ფაქტიურად ხელი მოაწერეს ზედიზედ მერვე უტიტულო სეზონზე, დამარცხდნენ საკუთარ მინდორზე ბლექბერნთან, ანგარიშით 0:1. ამდენად, ვენგერმა პრაქტიკულად მოისპო რაიმე ტურნირის მოგების შანსი ამ სეზონში პირველად 2005 წლის შემდეგ.

უკვე სამშაბათს ღამით, არსენალი გამართავს ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალურ მატჩს ბავარიის წინააღმდეგ. დამარცხების შემთხვევაში შეიძლება ითქვას, რომ მეთოფეებისთვის სეზონი დასრულდა. მაგრამ, ვენგერი არ ეთანხმება ამ მოსაზრებას.

"ძალიან დასანანია ინგლისის თასიდან გავარდნა. ახლა მნიშვნელოვანია, რომ მომდევნო თამაშამდე ყველაფერი დავივიწყოთ. სეზონი ჯერ კიდევ არ დასრულებულა. შესაძლოა თქვენი აზრით დასრულდა, მაგრამ მე ამას არ ვეთანხმები."

"თუ ჩვენ ვიგრძნობთ თავს დამნაშავეებად საკუთარი თამაშისთვის, მაშინ სრულიად არასწორები ვიქნებით. სამშაბათს ღამით ჩვენ გვაქვს გასამართი მნიშვნელოვანი მატჩი და საჭიროა დავამტკიცოთ, რომ გუნდს შეუძლია პასუხის გაცემა,"
 - ციტირებს ვენგერს BBC.
Views: 536



Shadow


content top