infoBets: Free Betting Daily Tips, Bet Advice, Soccer Predictions, Dropping Odds, Statistics Table, Football Live Centre, Fastest Livescore, Live TV, Soccer highlights...
content top
Main » 2013 » February » 17 » ჰოლუეი ზაჰას თამაშით გაოცებულია

ჰოლუეი ზაჰას თამაშით გაოცებულია

კრისტალ პალასის მთავარმა მწვრთნელმა, ჰოლუეიმ არ დაიშურა კომპლიმენტები საკუთარი გუნდის ახალგაზრდა ლიდერის, უილფრიდ ზაჰას მიმართ. როგორც მოგეხსენებათ, ზაჰამ ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა მიდლსბროს წინააღმდეგ (4:1). ამ მატჩში ინგლისელმა ტალანტმა 2 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.

ამ მატჩში ზაჰამ არა მხოლოდ საკუთარი გუნდის მწვრთნელი გააოცა, არამედ ინგლისის ეროვნული ნაკრების სპეციალისტ, როი ჰოჯსონის ქებაც დაიმსახურა. ჰოჯსონის განცხადებით, ზაჰა ნაკრებში აუცილებლად მიიღებს შანსს.

"ზაჰამ უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა როი ჰოჯსონზე. ეს ისეთი მოთამაშეა, რომელსაც შეუძლია ნებისმიერ დროს იმოქმედოს მატჩის შედეგზე. ჩვენ გვყავს მისნაირი მოთამაშეები, თუმცა, ის თავისი ასაკითა და თამაშის სტილით აშკარად გამორჩეულია, იგი ძალიან სწრაფი, მოქნილი და ტექნიკურია." - აცხადებს იან ჰოლუეი.

როგორც მოგეხსენებათ, ზაფხულში უილფრიდ ზაჰა სერ ალექს ფერგიუსონის კლუბში განაგრძობს საკუთარ კარიერას, საიდანააც განათხოვრებულია კრისტალ პალასში.


Views: 688



Shadow


content top