infoBets: Free Betting Daily Tips, Bet Advice, Soccer Predictions, Dropping Odds, Statistics Table, Football Live Centre, Fastest Livescore, Live TV, Soccer highlights...
content top
Main » 2013 » February » 17 » ჩაბი ალონსო ,,ლივერპულმა უნდა მოითმინოს"

ჩაბი ალონსო ,,ლივერპულმა უნდა მოითმინოს"

მადრიდის „რეალის" ჰავბეკი მიიჩნევს, რომ მის ყოფილ გუნდს „ლივერპულს"- ცოტაოდენი მოთმინება მართებს და შედეგი მოვა.
ჩაბი ალონსო

ლეგენდარული მერსისაიდული კლუბი მორიგ უღიმღამო სეზონს ატარებს, პრემიერ ლიგის სატურნირო ცხრილში მხოლოდ მეცხრე პოზიციას იკავებს, რაც კლუბის ისტორიიდან გამომდინარე კატასტროფული შედეგია. მიუხედავად ამისა ალონსო თვლის, რომ გუნდის მთავარ მწვრთნელს ბერნანდ როჯერსს დრო სჭირდება.

„ბერნანდთან ერთად „ლივერპული" ქმნის პროექტს და მათ მოთმინება მართებთ. ჩვენ ყველას გვსურს, ეს გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე გამსველ პოზიციაზე ვიხილოთ. მე ძველებურად ვადევნებ თვალს ინგლისის ჩემპიონატს და კვლავ „ლივერპულს" ვქომაგობ".
Views: 663



Shadow


content top