infoBets: Free Betting Daily Tips, Bet Advice, Soccer Predictions, Dropping Odds, Statistics Table, Football Live Centre, Fastest Livescore, Live TV, Soccer highlights...
content top
Main » 2013 » February » 17 » “რეალს” ბეილის ტრანსფერში გვარდიოლა შეეცილება

“რეალს” ბეილის ტრანსფერში გვარდიოლა შეეცილება

ზაფხულში ნამდვილი სატრანსფერო ომი მოგველის. ბეილი

მოგეხსენებათ, მადრიდის "რეალი” "ტოტენჰემ ჰოთსპურის” უელსელი მარცხენაფლანგელის, გარეტ ბეილის გადაბირებაზე მუშაობს. "სამეფო კლუბს” სერიოზული კონკურენტი გამოუჩნდა. აღნიშნული ტრანსფერის განხორციელებას მიუნხენის "ბაიერნიც” შეეცდება.

ბრიტანული "დეილი მეილის” ინფორმაციით, ბავარიელები ფეხბურთელის სანაცვლოდ "დეზებს” 60 მილიონ ევროს შესთავაზებენ.

ხოსეპ გვარდიოლა "ბაიერნის” გაძლიერებას მსოფლიო დონის ფეხბურთელების დამატებით აპირებს. გერმანულ გრანდში "ბარსელონას” მოთამაშეების გადასვლა ნაკლებად სავარაუდოა, ამიტომ ბავარიელებს სატრანსფერო მოლაპარაკებების წამოწყება სხვა გუნდებთან მოუწევთ. რა თქმა უნდა, მათ შორის "ტოტენჰემი” და ბეილიც იგულისხმება.

"რეალის” ხელმძღვანელობას კარგად ესმის, თუ რაოდენ რთული იქნება ბეილის ტრანსფერის განხორციელება, თუმცა კლუბის პრეზიდენტ ფლორენტინო პერესს სჯერა, რომ უელსელი ფეხბურთელი სწორედ მადრიდულ კლუბს აირჩევს.
Views: 585



Shadow


content top