infoBets: Free Betting Daily Tips, Bet Advice, Soccer Predictions, Dropping Odds, Statistics Table, Football Live Centre, Fastest Livescore, Live TV, Soccer highlights...
content top
Main » 2013 » February » 17 » რომა 1:0 იუვენტუსი

რომა 1:0 იუვენტუსი

იტალიის დედაქალაქში, სერია A-ს ეგიდით გამართული მატჩი „იუვენტუსმა" 2004 წლის შემდეგ პირველად წააგო.
=
„ოლიმპიკოზე", „რომასა" და „იუვენტუსს" შორის ჩატარებული ბოლო 8 თამაშიდან, ტურინელებს 6 ჰქონდათ მოგებული, ხოლო 2 ფრედ იყო დასრულებული. ამჯერად, „ჯალოროსიმ" „ბებერ ქალბატონს" ქულაც აღარ დაუთმო. მასპინძლები მოგებას უბერებელ კაპიტანს, ფრანჩესკო ტოტის უნდა უმადლოდნენ, რომელმაც სერია A-ში თავისი 224-ე გოლი გაიტანა და საერთო ჩათვალში მე-2 ადგილზე მყოფ გუნარ ნორდალთან სხვაობა ერთ ბურთამდე შეამცირა.

ტოტიმ შეხვედრის ერთადერთი გოლი 58-ე წუთზე გაიტანა, როდესაც დაახლოებით 20 მეტრიდან მეკარისგან მარჯვენა ზედა კუთხეში ისეთი ძალით დაარტყა, რომ თვით ბუფონის ნახტომიც კი უშედეგო იყო. ამ დარტყმის წყალობით, აურელიო ანდრეაცოლიმ თავისი პირველი თამაში მოიგო. გარდა ამისა, „რომამ", 2013 წელს, სერია A-ში, პირველად იმარჯვა.

 

კიევო-პალერმო 1:1 (0:1) 

ვერონა, "ანტონიო ბენტეგოდი” 10000

კიევო (5-3-2): პუჯონი, ფრეი, დაინელი, აჩერბი, ანდრეოლი, იოკიჩი, კოფიე, გუანა, ჰეტემაი (პელისიე 46), პალოსკი (ლუსიანო 67), ტერო (სპიროპულოსი 77).

მწვრთნელი: ეუჯენიო კორინი.

პალერმო (4-3-2-1): სორენტინო, მორგანელა (ნელსონი 8), მუნიოსი, არონიკა, გარსია, არევალო რიოსი, ბარეტო, კურტიჩი, ფაბრინი, ფორმიკა (ფონ ბერგენი 58), ბოზელი (მიკოლი 80).

მწვრთნელი: ალბერტო მალეზანი.

გოლები: 0:1 ფორმიკა (5), 1:1 ტერო (55, პენ).

გაფრთხილებები: ჰეტემაი 35, ანდრეოლი 45 - გარსია 54, მუნიოსი 78.

მსაჯი: პაოლო ტალიავენტო.

ბურთის ფლობა: 48%-52%, დარტყმა: 7 (2)-4 (1), კუთხური: 4-5, თამაშგარე: 3-0, სეივი: 0-1, ჯარიმა: 23-17.

 

რომა-იუვენტუსი 1:0 (0:0) 

რომი, "ოლიმპიკო”

რომა (3-4-3): სტეკელენბურგი, პირისი, ბურდისო, მარკინიოსი, ტოროსიდისი, დე როსი, პიანიჩი (ბრედლი 68), მარკინიო (ბალძარეტი 83), ლამელა, ოსვალდო, ტოტი (ფლორენცი 88).

მწვრთნელი: აურელიო ანდრეაცოლი.

იუვენტუსი (3-5-2): ბუფონი, ბარძალი, ბონუჩი, კასერესი, ლიხტშტაინერი, ვიდალი (ანელკა 71), პირლო, პოგბა, ასამოა (პადოინი 56), მატრი, ვუჩინიჩი (ჯოვინკო 56).

მწვრთნელი: ანტონიო კონტე.

გოლი: 1:0 ტოტი (58).

გაფრთხილებები: დე როსი 18, ტოტი 31 - ლიხტშტაინერი 51, მატრი 61, პირლო 90+2.

მსაჯი: ჯანლუკა როკი.

ბურთის ფლობა: 43%-57%, დარტყმა: 10 (5)-5 (3), კუთხური: 4-7, თამაშგარე: 4-7, სეივი: 3-4, ჯარიმა: 11-19.


ბომბარდირები

კავანი („ნაპოლი") – 18, ელ შაარავი ("მილანი") – 15, დი ნატალე („უდინეზე") – 14, ოსვალდო („რომა"), ლამელა („რომა") – 11, კლოზე ("ლაციო"), პაცინი („მილანი"), ჯილარდინო („ბოლონია") – 10.

 

17 თებერვალი

ტორინო-ატალანტა; კატანია-ბოლონია; პესკარა-კალიარი; ნაპოლი-სამპდორია; ჯენოა-უდიენზე; ფიორენტინა-ინტერი.

18 თებერვალი

სიენა-ლაციო.
Views: 691



Shadow


content top