You can do it. We can help...
ტურინის "იუვენტუსის" სამწვრთნელო შტაბი "ბარსელონას" თავდამსხმელით, ალექსის სანჩესით ინტერესდება, იტყობინება ესპანური პრესა.
გავრცელებული ცნობით "ბებერი ქალბატონის" მთავარი მწვრთნელი, ანტონიო კონტე მიიჩნევს, რომ ჩილელი თავდამსხმელი კარგად შეეწყობოდა ფერნანდო ლორენტეს, რომელიც ზაფხულიდან "იუვეს" შეუერთდება.
იტალიური კლუბი იმედოვნებს, რომ ალექსის სანჩესს იჯარით აიყვანს და მისი გამოსყიდვის უფლებას მოიპოვებს. თუკი კლუბები პირდაპირ ტრანსფერზე შეთანხმდებიან, მაშინ ტურინელებს 25-30 მილიონი ევროს გამზადება მოუწევთ.