infoBets: Free Betting Daily Tips, Bet Advice, Soccer Predictions, Dropping Odds, Statistics Table, Football Live Centre, Fastest Livescore, Live TV, Soccer highlights...
content top
Main » 2013 » February » 15 » ფიფას კონსულტანტი: “ფიფა დსთ-ს ჩემპიონატს არ აღიარებს”

ფიფას კონსულტანტი: “ფიფა დსთ-ს ჩემპიონატს არ აღიარებს”

ფიფას კონსულტანტი აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში ვალერი ჩუხრი დარწმუნებულია, რომ საერთაშორისო ფეხბურთის ფედერაცია დსთ-ს ჩემპიონატს არ ცნობს.

"ფიფა უკანონოდ გამოაცხადებს კლუბებს, რომლებიც დსთ-ს ჩემპიონატში ითამაშებენ. ისინი მხოლოდ ერთმანეთში ითამაშებენ, მაგრამ ფიფას ეგიდით ჩატარებულ ტურნირებში მონაწილეობას ვერ მიიღებენ. ასევე, ამ კლუბებსი მოასპარეზე ფეხბურთელებს, თავისი ქვეყნის ნაკრებში გამოსვლის უფლება არ ექნებათ. 

ამის პრეცედენტები არის. ფიფა აღიარებს მინი-ფეხბურთს, რომელსაც ოფიციალურად ფუტსალი ჰქვია, მაგრამ არა ფუტსალის სხვა სახეობას, სადაც ფეხებში ვარდნა და ა.შ. დაშვებულია. კლუბებსა და ფეხბურთელებს, რომლებიც ფუტსალის ამ სახეობით არიან დაკავებული, ფიფა ასპარეზობას უკრძალავს” – იუწყება ჩუხრის სიტყვებს უა-ფოოტბალლ.ცომ-ი.

დსთ-ს ჩემპიონატის ორგკომიტეტის წარმომადგენლები 18 თებერვალს მოსკოვში უნდა შეიკრიბონ და მომავალი ტურნირის ორგანიზებაზე იმსჯელონ.

აღსანიშნავია, რომ უკრაინის ფეხბურთის ფედერაციამ დსთ-ს ჩემპიონატში მონაწილეობაზე უარი თქვა, რითაც მხარი ფიფას პოზიციას დაუჭირა, რომელსაც მსგავსი ტურნირის ჩატარებას შეუძლებლად მიაჩნია.
Views: 750



Shadow


content top