"მანჩესტერ იუნაიტედის" ვეტერანმა ნახევარმცველმა, რაიან გიგზმა ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალურ მატჩზე ისაუბრა.
"რეალი ძალიან ძლიერი გუნდია, ასე რომ ფრე სანტიაგო ბერნაბეუზე ბრწყინვალე შედეგია.გუშინდელი მატჩი, შეიძლება ისტორიაში შევიდეს.ჩვენ შევძელით დიდი ნაბიჯი გადაგვედგა შემდეგ ეტაპზე გადასასვლელამდე.შევძელით, რომ თავი დაგვეცვა, მეტოქე გუნდის უმაღლესი კლასისგან."
"როგორც ყოველთვის, დეხეამ კიდევ ერთხელ ჩაატარა უმაღლესი დონის მატჩი, მინდა ავღნიშნო დენი უელბეკიც, რომელმაც შეძლო მადრიდელთა კარის აღება"
"კრიშტიანოს გოლი საოცარი იყო, მან ბრწყინვალედ ითამაშა, ყველაზე კარგად ვიცით თუ რას წარმოადგენს ის.რათქმაუნდა, ორივე გუნდს შეეძლო მეტი გოლის გატანა, მაგრამ ვერ მოვახერხეთ მომენტების რეალიზება" - განაცხადა გიგზმა.