infoBets: Free Betting Daily Tips, Bet Advice, Soccer Predictions, Dropping Odds, Statistics Table, Football Live Centre, Fastest Livescore, Live TV, Soccer highlights...
content top
Main » 2013 » February » 15 » საქართველოს ნაკრები ფიფას რეიტინგში წინ მიიწევს

საქართველოს ნაკრები ფიფას რეიტინგში წინ მიიწევს

საქართველოს ნაკრები14 თებერვალს "ფიფა-კოკა კოლას" ახალი რეიტინგ-ლისტი გამოქვეყნდა, რომელშიც საქართველოს ნაკრები სამი საფეხურით არის დაწინაურებული.

თემურ ქეცბაიას ნაკრებს ტირანაში ალბანეთის ნაკრების 2:1 ძლევა დაუფასდა - ჩვენი ნაკრები 491 ქულით 69-ე ადგილზეა, რაც წინა თვის შედეგს 10 ქულით და 3 საფეხურით სჯობს. 

აფრიკის თასზე გამარჯვების წყალობით ნიგერიის ნაკრები 22 ადგილით წავიდა წინ და 30-ეზე გადავიდა. კიდევ უფრო დიდი პროგრესი აქვს ფინალისტ ბურკინა ფასოს - 37 ადგილი. 

2014 წლის მუნდიალის საკვალიფიკაციო ჯგუფში ჩვენი მეტოქეები ასე განლაგდნენ: ესპანეთი პირველია, საფრანგეთი ისევ მე-17 ადგილზეა, ბელორუსი - 65-ეზე, ფინეთი - 85-ეზე (-1). 

ფიფას რეიტინგის საუკეთესო 10-ეული 

1. ესპანეთი 1590
2. გერმანია 1437
3. არგენტინა 1281
4. ინგლისი 1160
5. იტალია 1157
6. კოლუმბია 1129
7. პორტუგალია 1129
8. ჰოლანდია 1108
9. ხორვატია 1059
10. რუსეთი 1055
Views: 694



Shadow


content top