infoBets: Free Betting Daily Tips, Bet Advice, Soccer Predictions, Dropping Odds, Statistics Table, Football Live Centre, Fastest Livescore, Live TV, Soccer highlights...
content top
Main » 2013 » February » 14 » სნეიდერი:“ინტერმა მანჩესტერ იუნაიტედში არ გამიშვა“

სნეიდერი:“ინტერმა მანჩესტერ იუნაიტედში არ გამიშვა“

სნეიდერიჰოლანდიელმა ნახევამცველმა უესლი სნეიდერმა, რომელიც იანვარში „ინტერიდან" თურქულ „გალათასარაიში" გადაბარგდა, გაამხილა რომ მანამდე იტალიურმა გუნდმა ის „წითელ ეშმაკებში" არ გაუშვა.

„ ‘ინტერმა’ შემომთავაზა 5-წლიანი კონტრქატი 7 მილიონი ევროს ანაზღაურებით. მოგვიანებით გავიგე, რომ იმ მომენტში ჩემი საკომპენსაციო თანხა 50 მილიონ ევროს შეადგენდა. „მანჩესტერ იუნაიტედმა" 20 მილიონი შესთავაზა „ინტერს", მათ კი უარი უთხრეს, მიუხედავად იმისა, რომ მე „იუნაიტედში" მსურდა.

შემდეგ „ნერაძურიმ" ახალი კონტრაქტი შემომთავაზა, რომელიც არ მაწყობდა. ამან გამოიწვია სამთვიანი უსიამოვნებები და გარჩევები. მოკლედ, „ინტერშიც" და „რეალშიც" პრობლემები პრეზიდენტებთან შემექმნა, რომლებმაც თავისი დაპირებები არ შეასრულეს" – განუცხადა სნეიდერმა ერთ-ერთ თურქულ გამოცემას.

Views: 697



Shadow


content top