infoBets: Free Betting Daily Tips, Bet Advice, Soccer Predictions, Dropping Odds, Statistics Table, Football Live Centre, Fastest Livescore, Live TV, Soccer highlights...
content top
Main » 2013 » February » 14 » "დორტმუნდს" ლევანდოვსკის ტრანსფერთან დაკავშირებით შეთავაზება არ მისვლია

"დორტმუნდს" ლევანდოვსკის ტრანსფერთან დაკავშირებით შეთავაზება არ მისვლია

ჯერჯერობით არცერთ კლუბს დორტმუნდელებისთვის თავდამსხმელის ტრანსფერთან დაკავშირებით ოფიციალურად არ მიუმართავს.

"არცერთ კლუბს რობერტის ტრანსფერთან დაკავშირებით ჩვენთან ოფიციალური წინადადებით არ მოუმართავთ, თუმცა ვფიქრობ, რომ მსოფლიო დონის კლუბების მის მიმართ გამოხატული ინტერესი ძალიან ნორმალურია. ჩვენ კარგი ფინანსური მდგომარეობა გვაქვს და არცერთი წამყვანი ფეხბურთელის გაყიდვას არ ვაპირებთ".

"როდესაც შემოთავაზება მოგვივა, ყველაფერს რობერტთან გავარკვევთ, თუმცა არსებობს დიდი ალბათობა, რომ იგი დარჩება".

"ყოველ შემთხვევაში, მე ვერ ვხედავ კონკრეტულ მიზეზს იმისას, რომ მან კლუბი დატოვოს, რადგან ჩვენ ჩემპიონთა ლიგაზე უახლოესი წლების განმავლობაში რეგულარულად ვიასპარეზებთ",-განაცხადა დორტმუნდის "ბორუსიას" სპორტულმა დირექტორმა ჰანს-იოაჰიმ ვატცკემ.

შეგახსენებთ, პრესა ბოლო პერიოდში ავრცელებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ პოლონელი ფორვარდით "ემიუ" და "ბაიერნი" ინტერესდებიან.
Views: 669



Shadow


content top