infoBets: Free Betting Daily Tips, Bet Advice, Soccer Predictions, Dropping Odds, Statistics Table, Football Live Centre, Fastest Livescore, Live TV, Soccer highlights...
content top
Main » 2013 » February » 14 » დიეგო მარადონას მეხუთე შვილი შეეძინა

დიეგო მარადონას მეხუთე შვილი შეეძინა

მარადონალეგენარულ ფეხბურთელს დიეგო არმანდო მარადონას ვაჟი შეეძინა, რომელიც მისთვის მეხუთე შვილია.

პატარა მარადონა ქვეყანას ოთხშაბათს ღამით მოევლინა, ბუენოს-აირესის ერთ-ერთ საავადმყოფოში. ახალშობილს, რომლის წონა 3,2 კგ-ია, დიეგო ფერნანდო დაარქვეს.

„დედა და ბავშვი კარგად გრძნობენ თავს. ახალშობილი მამას წააგავს" – იტყობინება დედის -ვერონიკა ოხედოს ადვოკატი.

„მარადონა აღიარებს ბავშვის მამობას, არავითარი პრობლემა ამ მხრივ არ არის. ის სრულადაა ინფორმირებული სიტუაციის შესახებ, იცის ვერონიკას და ბავშვის  ჯანმრთელობის მდგომარეობა".

1986 წილს მსოფლიო ჩემპიონი რამდენიმე თვის წინ დაშორდა ვერონიკა ოხედოს. 53 წლის მარადონას ოფიციალურად 2 გოგო ჰყავს ყოფილი ცოლისგან , ასევე ორი შვილი ქორწინების გარეშე (ბიჭი და გოგო).
Views: 647



Shadow


content top