Main »
2013 » February » 14 » ბექჰემმა აჟიოტაჟი გამოიწვია
ბექჰემმა აჟიოტაჟი გამოიწვია
ფრანგულ "პარი სენ-ჟერმენში” დევიდ ბექჰემის პირველმა ვარჯიშმა მედიისა და გულშემატკივრების განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია. 37-წლის ინგლისელი ნახევარმცველის ვარჯიშს საკმაოდ ბევრი ჟურნალისტი და ქომაგი დაესწრო. მედიის წარმომადგენლებმა ისეთი ექსტაზი განიცადეს, რომ ინტერვიუებს ერთმანეთს ართმევდნენ.
"პარი სენ-ჟერმენის” ვარჯიშზე ამ რაოდენობის ჟურნალისტი არასდროს მინახავს. ეს ჩვენი ჩემპიონატისთვის ძალზედ მომგებიანია. აქ ვხედავ ჩემს ინგლისელ და შვედ კოლეგებს. ამ კადრებს მთელი მსოფლიო ნახავს”, – ამბობს სპორტული ჟურნალისტი ჯერომ პუგმაიერი.
"ჩვენთან, იაპონიაში ბექჰემი ძალზედ პოპულარული ფიგურაა. "პარი სენ-ჟერმენში” მისმა გადასვლამ იმ ადამიანთა ყურადღებაც კი მიიქცია, ვისთვისაც ფრანგული ფეხბურთი საერთოდ უცნობია. ჩვენთვის ბექჰემი ჰოლივუდის ვარსკვლავივითაა, როგორც ბრედ პიტი ან ჯონი დეპი. მას ასეთივე ქარიზმა აქვს”, – აცხადებს იაპონელი ქალბატონი ჟურნალისტი იუკი ოგავა.
ბექჰემი პარიზულ კლუბში სეზონის ბოლომდე ითამაშებს, გამომუშავებულ თანხას კი მთლიანად ბავშვთა ფონდში გადარიცხავს.