"მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელი, რობინ ვან პერსი, "სანტიაგო ბერნაბეუზე" თამაშით კმაყოფილი დარჩა.
"ეს კარგი შედეგია. ორივე გუნდს ჰქონდა გამარჯვების შანსი. მე მგონი, თამაშმა მაყურებელი გაამხიარულა" , -განაცხადა ვან პერსიმ.
"რამდენიმე კარგი მომენტი გვქონდა, მაგრამ თამაშის წინ რომ ვინმეს ეთქვა, 1:1-ს ვითამაშებდით, ბევრი დათანხმდებოდა ასეთ დასასრულზე".