infoBets: Free Betting Daily Tips, Bet Advice, Soccer Predictions, Dropping Odds, Statistics Table, Football Live Centre, Fastest Livescore, Live TV, Soccer highlights...
content top
Main » 2013 » February » 14 » მოურინიოს მატჩის შემდგომ კომენტარი

მოურინიოს მატჩის შემდგომ კომენტარი

მაურინიო"რეალისა" და "მანჩესტერის" შეხვედრის დასრულების შემდეგ კომენტარი გააკეთა, მადრიდელთა პორტუგალიელმა მთავარმა მწვრთნელმა. 


"პირველი შეხვედრის შემდეგ შანსები თანაბარია, ჩვენ შეგვიძლია ერთი და მეტი გოლის გატანა "ოლდ ტრაფორდზე", შევქმენით ბევრი მომენტი, მაგრამ ერთზე მეტის გატანა ვერ შევძელით, გოლი არაფრისგან მივიღეთ"-განაცხადა მოურინიომ.

შეგახსენებთ, რომ პირველი შეხვედრა, რომელიც "სანტიაგო ბერნაბეუზე" გაიმართა 1-1 დასრულდა, განმეორებით შეხვედრა კი 5 მარტს შედგება.


მოურინიო: "ყველაფერს მეორე მატჩის ბოლო წუთები გადაწყვეტს”

უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე მადრიდის "რეალსა” და "მანჩესტერ იუნაიტედს” შორის გამართული მატჩის (1:1) შემდეგ, "სამეფო კლუბის” მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ განაცხადა, რომ პირველ შეხვედრაში დაფიქსირებული შედეგი "ბლანკოსისთვის” მისაღებია.

"ყველაფერი მეორე მატჩში გადაწყდება. ჩემი აზრით, წყვილში გამარჯვებულის ვინაობას მეორე შეხვედრის ბოლო წუთები გაარკვევს. მომდევნო ეტაპზე გასვლის შანსები 50 50-ზეა. 1:1 ჩვენთვის კარგი შედეგია, სტუმრად ერთ გოლზე მეტის გატანა შეგვიძლია.

ჩემმა გუნდმა მოედანზე მაქსიმუმი გაიღო. შეხვედრა საკმაოდ კარგად დავიწყეთ და დაწინაურების მშვენიერი შანსიც გვქონდა, მაგრამ ფაბიო კოენტრაუს დარტყმის შემდეგ ბურთი კარის ძელს მოხვდა. მეტოქე ჩვენს ნახევარზე პირველად გადმოვიდა და მაშინვე გოლი გაიტანა, თანაც არაფრისგან. ჩემი ფეხბურთელები საკმაოდ რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ”, – ციტირებს მოურინიოს სიტყვებს უეფას ოფიციალური ვებ-გვერდი.
Views: 819



Shadow


content top