infoBets: Free Betting Daily Tips, Bet Advice, Soccer Predictions, Dropping Odds, Statistics Table, Football Live Centre, Fastest Livescore, Live TV, Soccer highlights...
content top
Main » 2013 » February » 13 » ჯოვანი ელბერი: “დორტმუნდი” “შახტარის” წინააღმდეგობას დაძლევს”

ჯოვანი ელბერი: “დორტმუნდი” “შახტარის” წინააღმდეგობას დაძლევს”

ჯოვანი ელბერი გერმანელი გულშემატკივრისთვის კარგად ნაცნობი და საყვარელი ფეხბურთელია. "შტუტგარტის”, "ბაიერნისა” და "მიონხენგლადბახის” შემადგენლობაში მან 260 საბუნდესლიგო მატჩი ჩაატარა და 133 გოლის გატანა მოახერხა. აქტიური საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ ელბერი "ბავარიას” სკაუტი იყო და "შახტარის” ბრაზილიელ მოთამაშეებს კარგად იცნობს. დონეცკელთა გუნდისა და "დორტმუნდის” ჩემპიონთა ლიგის პირველი მერვედფინალური მატჩის წინ ყოფილ ფორვარდს ჟურნალისტები დაუკავშირდნენ და ელბერმაც მათ კითხვებს საინტერესო პასუხი გასცა. 
  
- დონეცკის "შახტარში” 8 ბრაზილიელი ფეხბურთელი ირიცხება. ამის გამო ამ უკრაინყლ გუნდს თქვენ სამშობლოში ყურადღებას აქცევენ და კარგად იცნობენ?
 - ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ "შახტარს” ბრაზილიელი გულშემატკივრები პრაქტიკულად არ იცნობდნენ. მდგომარეობამ მას შემდეგ დაიწყო ცვლილება, რაც 2002 წელს დონეცკში ბრანდაო გადავიდა. ამის შემდეგ კლუბისადმი დაინტერესება განუხრელად იზრდება და სადღეისოდ ტორსიდას "შახტარის” ამბები ძალიანაც აინტერესებს.
- მოგეხსენებათ, ბრაზილიელი ფეხბურთელებისთვის ევროპაში ადაპტირება ადვილი არაა, მითუმეტეს, ცივი კლიმატის უკრაინაში. მაინც რაა თქვენი თანამემამულეების სტიმული, როდესაც ისინი დონეცკში ჩადიან?
 - გადამწყვეტ როლს ფული თამაშობს. ის მოთამაშეები, რომლებიც "შახტარში” იწყებენ ასპარეზობას, ან შედარებით სუსტ ბრაზილიურ კლუბებში გამოდიან ან თავიანთ გუნდებში პირველხარისხოვან როლებს არ ასრულებენ. ამიტომაც მათთვის გარისკვა უფრო იოლია, თანაც, დონეცკში გაცილებით მაღალ ჯამაგირს სთავაზობენ. ამასთან, სადღეისოდ უკრაინაში ბრაზილიური დიასპორა უკვე არცთუ მცირერიცხოვანია, ამიტომაც ჩემი თანამემამულეები თავს იზოლირებულად არ გრძნობენ.
- და მაინც გკითხავთ, შეძლებს კი ბრაზილიელი უკრაინის მოსახლეობის მენტალიტეტთან გაშინაურებას?
 - ბრაზილიელ ფეხბურთელთა უმრავლესობა უკრაინას ერთგვარ ტრამპლინად განიხილავს. მოთამაშეები იქ 2-3 სეზონით ასპარეზობას გეგმავენ, შემდეგ კი რომელიმე დიდ ევროპულ კლუბში გადასვლას ფიქრობენ. დიდ როლს ასრულებს "შახტარის” ჩემპიონთა ლიგაში რეგულარული მონაწილეობა. ამასთან, თუკი უკრაინული კლუბი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებს ზუსტად და დროულად ასრულებს, ბრაზილიელები დონეცკში ხანგრძლივად დარჩენასაც არ უარობენ.
- ამის მაგალითად ფერნანდინიო გამოდგება, რომელიც "შახტარში” 2005 წლიდან ირიცხება...
 - დიახ, ვიცნობ ფერნანდინიოს. იგი ლონდრინაშია დაბადებული და უკრაინაში წარმატებული თამაშის შედეგად, ბრაზილიის ნაკრების მწვრთნელთა ყურადღებაც დაიმსახურა. როდესაც "ბაიერნის” სკაუტი გახლდით, ფერნანდინიოს გვარი ჩანიშნული მქონდა, თუმცა, მიუნხენში მისის გადაყვანა არ მოხერხდა. მას პირადად შევხვდი და ფერნანდინიომ მაშინ მითხრა, რომ დონეცკში თავს კარგად გრძნობს, ბავარიაში გადასვლით კი საფეხბურთო კარიერას რისკის ქვეშ დააყენებს – "ბაიერნის” სასტარტო შემადგენლობაში თამაშის გარანტიას მას ვერავინ მისცემდა.
- უკრაინაში მოასპარეზე ბრაზილიელ ფეხბურთელთაგან ბევრი სელესაოში ვერ ხვდება, არადა, აქაური გულშემატკივრები დარწმუნებულნი არიან, რომ რამდენიმე მათგანი ნაკრებში თამაშის ღირსია...
 - ამ ფეხბურთელებს ლობისტები არ ჰყავთ. ამასთან, თუკი ისინი პირველივე სანაკრებო შეხვედრაში კარგად ვერ გამოვლენ, მწვრთნელები შემდგომში მათ გამოძახებას ერიდებიან. "ბარსელონას”, "რეალის”, "მანჩესტერის”, "ბაიერნის” მოთამაშეები ამ მხრივ გაცილებით უკეთეს მდგომარეობაში არიან. მათ უფრო მეტად უცხადებენ ნდობას.
- ნელ-ნელა "შახტარისა” და "დორტმუნდის” საჩემპიონთალიგო დაპირისპირებას მივუახლოვდით. დორტმუნდელი ფეხბურთელები დონეცკელთა ბრაზილიელ მოთამაშეებს სიფრთხილით უნდა მოეკიდონ?
 - რასაკვირველია. "დორტმუნდი” ძალიან ძლიერი გუნდია, მაგრამ თუკი მან "შახტარი” მოქმედებებში არ შეზღუდა და მის ბრაზილიელ ფეხბურთელებს თავისუფლად თამაშის საშუალება მისცა, იურგენ კლოპის გუნდს მომდევნო ეტაპზე გასვლა გაუჭირდება.
- გამოდის, ვარაუდობთ, რომ "შახტარს” მეოთხედფინალში გასვლის შანსი აქვს...
 - ჩემპიონთა ლიგის ამ ეტაპზე უშანსოდ არავინაა. თუმცა, ვფიქრობ, 2 მატჩის ჯამში "დორტმუნდი” "შახტარის” წინააღმდეგობას დაძლევს.
- "შახტარში” ერთბაშად 8 ბრაზილიელი თამაშობს, გერმანულ ბუნდესლიგაში კი მთლიანობაში 20 თქვენი თანამემამულე ბურთაობს. რატომ შემცირდა ბრაზილიელ ფეხბურთელთა კოლონია გერმანიაში?
 - გერმანული ბუნდესლიგა ბრაზილიაში მეტად პოპულარულია. ამის დასტურად ტელეტრანსლაციების სიმრავლე გამოდგება – ყოველ უიკ ენდზე ბრაზილიელ გულშემატკივრებს პირდაპირი ეთერით ბუნდესლიგის 3 მატჩისთვის შეუძლიათ თვალის მიდევნება. სადღეისოთ ალემანთა პირველი დივიზიონი უფრო ძლიერია, ვიდრე 10-15 წლის წინათ იყო. ბრაზილიელ მოთამაშეებს კლასის ამაღლება მარტებთ, რათა ბუნდესლიგის სკაუტთა და მწვრთნელთა ყურადღება დაიმსახურონ. 
- სამომავლოდ ეს ტენდიცია უკეთესობისკენ შეიცვლება?
 - ჩემი აზრით, ეს მხოლოდ დროებითი მოვლენაა. მალე ბრაზილიელი ფეხბურთელებით გერმანიაში უფრო მეტად დაინტერესდებიან. უკეთ ათამაშდება ბრაზილიის ნაკრებიც და ბუნდესლიგაში ჩემი თანამემამულეების რაოდენობაც მოიმატებს.
- საფეხბურთო კარიერის განმავლობაში უდიდესი გამოცდილება დააგროვეთ. მწვრთნელობას არ აპირებთ?
 - საფეხბურთო მწვრთნელობა მძიმე საქმეა. ჩემნაირი რბილი ხასიათის ადამიანისგან საფეხბურთო დამრიგებელი არ გამოვა. 
Views: 999



Shadow


content top