infoBets: Free Betting Daily Tips, Bet Advice, Soccer Predictions, Dropping Odds, Statistics Table, Football Live Centre, Fastest Livescore, Live TV, Soccer highlights...
content top
Main » 2013 » February » 9 » ადრიანო: "ბარსელონა" არ უნდა მოდუნდეს"

ადრიანო: "ბარსელონა" არ უნდა მოდუნდეს"

კატალონიური "ბარსელონას" ბრაზილიელმა მცველმა ადრიანო კორეიამ განაცხადა, რომ მისმა გუნდმა არავითარ შემთხვევაში არ უნდა დააგდოს ტემპი ნაციონალურ პირველობაზე.
შეგახსენებთ, რომ ტიტო ვილანოვას შეგირდები მადრიდის "ატლეტიკოს" 9 ქულით უსწრებენ, "რეალს" კი - 16 ქულით.
"ჩვენ არ მივცემთ საკუთარ თავს იმის უფლებას, რომ მოვდუნდეთ ისევე როგორც "რეალი" არ აპირებს დანებებას, "ატლეტიკო" კი საკმაოდ წარმატებულ სეზონს ატარებს." - განაცხადა ადრიანომ.
საკუთარ თავთან დაკავშირებით კი ფეხბურთელმა მსგავსი კომენტარი გააკეთა: "ტრავმის შემდეგ ძალიან ცოტა ვითამაშე, მაგრამ წინ ძალიან რთული მატჩები გველის. ვფიქრობ, იქნება როტაცია და სათამაშო პრაქტიკას მივიღებ." - განაცხადა ადრიანომ. 
Views: 767



Shadow


content top