infoBets: Free Betting Daily Tips, Bet Advice, Soccer Predictions, Dropping Odds, Statistics Table, Football Live Centre, Fastest Livescore, Live TV, Soccer highlights...
content top
Main » 2013 » February » 9 » დროგბა უკვე სტამბულშია

დროგბა უკვე სტამბულშია

კოტ-დიუვარელი თავდამსხმელი დიდიე დროგბა სტამბულში ჩავიდა, სადაც  კარიერას განაგრძობს ადგილობრივ „გალათასარაიში".

ბოლო ჩემპიონთა ლიგის გათამაშების ტრიუმფატორი, კვლავ შეუტევს ამ ჩემპიონატზე, ამჯერად „გალათასარაის" მაისურით. პარასკევს თავდამსხმელი სტამბულს ეწვია, მიუხედავად მისი ძველი კლუბის „შანხაის" მმართველების განცხადებისა, რომლებიც ირწმუნებოდნენ, ფეხბურთელის სატრანსფერო უფლებები ჩვენ გვეკუთვნისო.

„მე ბედნიერი ვარ აქ ყოფნით. ეს ახალი გამოწვევაა ჩემთვის, ახალი ეტაპი ჩემს კარიერაში. მაქსიმუმს გავაკეთებ, რათა „გალათასარაის" სარგებელი მოვუტანო. პირველად არ შევხვედრივარ ფატიმ ტერიმს. ჩვენ უკვე ვიცნობდით ერთმანეთს კოტ-დიუვარისა და თურქეთის ნაკრებებს შორის გამართული დაპირისპირებიდან" – განუცხადა ფეხბურთელმა „Goal.com"-ს.

შეგახსენებთ, შეთანხმება 1,5 წლის ვადით გაფორმდა. სავარაუდოდ, 2012/13 წლის სეზონში დროგბა 2 მილიონ ევროს გამოიმუშავებს, ხოლო შემდეგ წელს  - 4 მილიონს. ასევე კონტრაქტში ჩადებულია, ყოველ ჩატარებულ მატჩზე 15 ათასი ევროს გაცემა ბონუსის სახით.
Views: 645



Shadow


content top