infoBets: Free Betting Daily Tips, Bet Advice, Soccer Predictions, Dropping Odds, Statistics Table, Football Live Centre, Fastest Livescore, Live TV, Soccer highlights...
content top
Main » 2013 » February » 7 » პეპემ ვარჯიში განაახლა

პეპემ ვარჯიში განაახლა

მადრიდის "რეალის” პორტუგალიელმა მცველმა, პეპემ კოჭის ტრავმა მოირჩინა და სრული დატვირთვით ვარჯიში განაახლა.

მოგეხსენებათ, 29 წლის მოთამაშემ ტრავმა 22 დეკემბერს, "მალაგასთან” გამართულ შეხვედრაში მიიღო, მას შემდეგ კი უთამაშებელია.

პორტუგალიელს სამედიცინო შემოწმება იანვრის დასაწყისში ჩაუტარეს და დადგინდა, რომ მას კოჭის ტრავმა ჰქონდა, ახლა კი პეპეს დაბრუნებამდე ერთი ნაბიჯიღა დარჩა.

ნაკლებად სავარაუდოა, ფეხბურთელი ესპანეთის ჩემპიონატის მომდევნო ტურის მატჩში დაბრუნდეს, თუმცა დიდი ალბათობით, ის ჩემპიონთა ლიგაზე, "მანჩესტერ იუნაიტედის” წინააღმდეგ ითამაშებს.

ცნობისათვის, 29 წლის პორტუგალიელს, მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 24 მატჩში ორი გოლი აქვს გატანილი.
Views: 788



Shadow


content top