infoBets: Free Betting Daily Tips, Bet Advice, Soccer Predictions, Dropping Odds, Statistics Table, Football Live Centre, Fastest Livescore, Live TV, Soccer highlights...
content top
Main » 2013 » February » 7 » ქეცბაიას კომენტარი

ქეცბაიას კომენტარი

ქეცბაია: "კმაყოფილი ვარ, მაგრამ ფრანგებთან გასამართი მატჩისთვის უკეთ მომზადება გვმართებს”


ალბანეთისა და საქართველოს ნაკრებებს შორის შემდგარი მატჩის (1:2) შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე "ჯვაროსანთა” მთავარმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ კმაყოფილება გამოთქვა და 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ფრანგების წინააღმდეგ გასამართი შეხვედრის შესახებაც ისაუბრა.

"ჩვენი ფეხბურთელები, რომლებიც უკრაინასა და რუსეთში თამაშობენ, ახლა იწყებენ მოსამზადებელ პერიოდს და ასეთ სიტუაციაში საკმაოდ ძნელია ასპარეზობა, თანაც ალბანეთი სათამაშოდ რთული ქვეყანაა, რადგან ამ მეტოქესთან საკმაო რაოდენობის მატჩები გვაქვს ჩატარებული და მრავალ სირთულესაც წავაწყდით. მიუხედავად იმისა, რომ ვაგებდით, ორი გოლი გავიტანეთ და ვფიქრობ, დამსახურებულად გავიმარჯვეთ. თამაშს თუ გადავხედავთ, ვნახავთ, რომ პირველ ტაიმში ბურთს ვფლობდით და მატჩზე კონტროლი ჩვენ გვქონდა დაწესებული.

საფრანგეთის ნაკრებთან ძალზედ მძიმე მატჩი გველის და იმედი მაქვს, ეს ბიჭები ამ თვენახევრის განმავლობაში ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ დამდეგ შეხვედრას სრულ მზადყოფნაში შეხვდნენ. დღევამდელ მატჩსა და ფრანგებთან გასამართ შეხვედრას შორის საკმაოდ დიდი განსხვავებაა, ამიტომ ბევრი შრომა და გარჯა მოგვიწევს მოახლოებული თამაშისთვის”, – განაცხადა ქეცბაიამ.

შეგახსენებთ, საფრანგეთისა და საქართველოს ნაკრებებს შორის გასამართი პირველი მატჩი 22 მარტს, "სტად დე ფრანსზე” შედგება.

Views: 784



Shadow


content top